2014 წლის საუკეთესო Adnroid სმარტფონები

Android Samsung

bg-hero-tmobile_0-1

“რომელია საუკეთესო ტელეფონი?” შეკითხვა, რომელიც ყველაზეხშირად ისმება მაღალტექნოლოგიური გაჯეტების მომხამრებლების მხრიდან. ძალიან ძნელია ამას კომპეტენტური პასუხი გასცე იმიტომ, რომ ძალინა ბევრი ღირსეული კანდიდატია და არჩევანის გაკეთება უფრო გემოვნებაზეა დამოკიდებული ვიდრე მონაცემებზე.

რადგანაც ზამთრის არდადეგები მოდის და ფასდაკლებების დროც დგება შესაძლოა თქვენც დადგეს არჩევანის წინაშე.

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ წლის საუკეთესო Android სმარტფონები წარმოგიდგინოთ.

სოლიდური Android ფაბლეტი / Samsung Galaxy Note 4

galaxy-note-4-white-08

ძალიან დიდი გაჯეტია და ერთი შეხედვით ის უფრო დიდი შეიძლება მოგჩვენოთ, მაგრამ მარტივი ფაქტია, რომ ხალხი მას ყიდულობს და ძალიან დიდი რაოდენობითაც. ეს არა მხოლოდ იმიტომ არის რომ ის Samsung Galaxy Note 4-ია ის მართლაც ყველა პარამეტრით ჯობია არსებული საუკეთესო ტელეფონებს, მას ყველაზე სწრაფი პროცესორი აქვს, ყველაზე მაღალი გარჩევადობის QHD ეკრანი 5,7 დიმუმში. მას აქვს Android 4.4.4 KitKat და ის აუცილებლად განახლდება Android 5.0 Lollipop-ზე, რომელსაც დღე დღეზე ელოდებიან მისი ბედნიერი მფლობელიები. აღსანიშნავია მისი 3,220 მილიამპერიანი აკუმულატორი, რომელიც ორ დღეზე მეტს ძლებს.

 მისი ფოტოკამერა 16 მეგაპიქსელიანია და აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია, მას საუკეთესო ფოტოების გადაღება შეუძლია დაბალი განათების პირობებშიც და ის გაილებით უკეთეს ფოტოებს იღებს ვიდრე Galaxy S5.

Note 4-ს ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებების გარდა აქვს ძალიან ინოვაციური და მოხერხებული სტილუსი, რომელიც მაღალი გარჩევადობით და ხარისხით გამოირჩევა.

 

note4-specs

საუკეთესო ხმა, სასიამოვნო შეგრძნება / HTC One M8

htc_one_m8_hardware

კიდევ ერთი საუკეთსო ტელეფონი, რომელიც 2014 წლის დასაწყისისკენ გამოვიდა და მისი შეძენა დღემდე აქტუალურია. HTC One M8 არის ტაივანურო მწარმოებლის ფლაგმანური მეტალის ტელფონების სერიის მეორე თაობა, რომელსაც აქვს ორი წინა დინამიკი, რომელიც ვიდეოს ცქერას ძალიან კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის და მასზე თმაშების გაშვებაც ძალიან მაგარია.

 M8 ამასობაშ არის ერთ-ერთი უსწრაფესი ტელეფონი, მიუხედავად იმისა, რომ აქვს საკუთარი ინტერფეისი, რომელიც Android 4.4 KitKat-ის ბაზაზე მუშაობს. რა თქმა უნდა აუცილებლად გამოვა Android 5.0 განახლება. სამრტფონს ამუშავებს Snapdragon 801 პროცესორი 2GB ოპერატიული და მიუხედავად ამისა HTC-მ შეძლო ის სხვა ტელეფონებზე სწრაფი გეხადა.
htc-one-specs

მძლავრი და კომფორტული / Samsung Galaxy S5

galaxy-s5-weather-home

ეს არის Samsung-ის ყველაზე წარმატებული სერიის ტელეფონების მეხუთე იტერაცია და ის კომპანიის ფლაგმანია. ის დიდად არ გამოირჩევა თავისი წინამორბედისგან, მაგრამ ის განახლებები და მცირე დეტალები განაპირობებს მის მთავარ ღირსებებს.

5,1 დიუმინაი Super AMOLED ეკრანი (1080p გარჩევადობით) არის ყველაზე ნათელი და კონტრასტული ეკრანი ბაზარზე. 16 მეგაპიქსელიანი კამერა საუკეთესოა Android-ებს შორის თუმცა დაბალი განათების პირობებში მას პრობლემები აქვს.

თუ თქვენ გინდათ სიმძლავრე, Galaxy S5-ს ის აქვს ოთხ-ბირთვიანი პროცესორის და 2 გიგაბაიტიანი მხსიერების წყალობით. მისი აკუმლატორი 2,800 მილიამპერიანია და მას არ ეშინია წყლისა და მტვერის რაც ძალინ მნიშვნელოვანია.

galaxy-s5-specs

თითქმის ქარხნული Android, მაგრამ უკეთესი / MOTO X 2014

moto_x_2014_front_hero

Moto X 2013 გასული წლის საუკეთესო ტელეფონებში მოიხსენიებოდა და მისი 2014 წლის ვერსია რა თქმა უნდა უკეთესია. მისი ერანი 5.2 დიუმამდე და 1080p-მდე გაიზარდა. გაუმჯობესდა კამერის ხარიხი 13 მეგაპიქსელიანი მატრიცით და 4K გარჩევადობსი ვიდეო გადაღებით. Motorola-მ ასევე დაამატა ვიდეო ჰაილაითები რითაც მედიის გაზიარება ძალიან გამარტივდა.

ყველაზე დიდი ღირსება მისი საოპერაციო სისტემაა. Motorola თითქმის არ ცვლის Google-ის ქარხნულ ანდროიდს და ის ერთ-ერთი პირველი განახლდება Android 5.0 Lollipop-ზე.

motox-specs

ინოვაციური, LG G3

lg_g3_hand_perspective_hero

ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ტელეფონი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოვიდა. LG G3 არის პირველი დიდი ეკრანის მქონე ტელეფონი QHD გარჩევადობით, 1440×2560 გარჩევადობით 5,5 დიუმში – და მუხედავად ზომისა ის ხელში ძალიან კომფორტულია.

ჩართვისა და ხმის კონტროლის ღილაკები მას უკანა პანელზე აქვს, მისი დიზაინი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის და ის ძალინა კომფორტულია. LG ასევე გამოირჩევა პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი განახლებით და Lollipop-ზე განახლებამდე რამდენიმე კვირაღა დარჩა.

G3-ს აქვს 13 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რისი ყიდვაც შეიძლება ბაზარზე. მას ოპტიკური სტაბილიზაცია და ლაზერი აქვს რითაც საუკეთესო ავტოფოკუსს უზრუნველყოფს. G3 ასევე გამოირჩევა 3.000 მილიამპერიანი მოხსნადი აკუმლატორით და microSD ბარათების სლოტით მეხსიერების გაზრდისათვის.

LG G3 ჩვენი ფავორიტია და მის შეძენას ყველას გირჩევთ – ძალინ კმაყოფილი დარჩებით.

g3-specs

5 thoughts on “2014 წლის საუკეთესო Adnroid სმარტფონები

  1. ჩემი აზრით LG და Samsungi საუკეთესო სმარტფონების მწარმოებლები არიან დღესდღეობით

  2. მაგაზე ცალკე უნდა დავწერო როგორც წლის ნექსუსი 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.