Bluetooth

Bluetooth დიდი განახლებისთვის ემზადება. ორგანიზაციამ, რომელიც მისი სპეციფიკაციების მომზადებას უზურნველყოფს დაანონსა პროტოკოლის 4.2 ვერსია სადაც უფრო მეტი ფუნქციონალი იქნება: სწრაფი შეერთება, მეტი პრივატულობის კონტროლი და უკეთესი შეერთება ინტერნეტთან.

Bluetooth დღეს ძალიან ფართოდ გამოიყენება მობილურ გაჯეტებში და არა მარტო. ხშირ შემთხვევაში ამ პროტოკოლს იყენებენ ჰაკერული შეტევების განხორციელებისათვის და ამ მხრივადაც საინტერესო იქნება პროტოკოლის შემდეგი განვითარება.

ხშირად მაღაზიებში Bluetooth შუქურების საშუალებით მომხამრებლები იღებენ შეტყობინებებს, სადაც პროდუქტების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, თუმცა ძნელია გაარჩიო ასეთი შეტყობინება საფრთხის შემცველი კავშირისაგან. Bluetooth 4.2 გვპირდება, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს მომხამრებლების მხრიდან სპეციალური რეგსიტრაციის და ნებართვის სისტემის დამატებით.

Bluetooth 4.2-ში გაუმჯობესდება Bluetooth Smart (იგივე Bluetooth LE ანუ Low Energy) მოწყობილობების მხარდაჭერაც, რომლებიც გამოიყენება ჯანმრთელობის და სხვა დანიშნულების სიენსორებში.

 მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 2.5-ჯერ უფრო დიდი იქნება ვიდრე წინამორბედში იგივე ენერგომოხმარებით. ქსელურ შეერთებებში დაემატა IPv6-ის მხარდაჭერაც რაც მათი ინტერნეტთან პირდაპირ კავშირს გაამარტივებს. ამით ჭკვიანი სახლისთვის საჭირო სენსორები და მოწყობილობები ადვილად ჩაერთვებიან ქსელში და მათი მართვა ინტერნეტიდან გახდება შესაძლებელი.

და კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გახლავთ ის, რომ Bluetooth 4.2-ის მისაღებად საკმარისი 4.1-ის მქონე მოწყობილობაც, რომელიც პროგრამული გნაახლების სახით მიიღებს ზემოთ აღნიშნულ ფუნქციონალს.