budgie-desktop

გამოვიდა Evolve OS-ის გაუმჯობესებული Budgie Desktop.

Budgie v8

ცვლილებები მენიუში

budgie-desktop-8

Budgie Menu შედარებით ვიწრო მენიუს იყენებს დეფოლტად. ეს მენიუ აპლიკაციებს ანაწილებს კატეგორიებში, თუმცა წინანდელთან შედარებით ეს არ ხდება სახელის მიხედვით: აპლიკაციები ხშირად გამოყენებადობის მიხედვით სორტირდება. ამგვარი სორტირება უზრუნველყოფს ნაკლები დროის დახარჯვას სასურველი აპლიკაციის ჩასართავად. წინანდელი, ორპანელიანი მოწყობა კვლავაც ხელმისაწვდომი რჩება (მენიუ აპლეტებზე მარჯვენა კლიკი > Preferences).

ცვლილებები პანელზე

quicklist-support-in-budgie

Budgie-ს პანელი გამოირჩევა ცვლილებებითა და დანამატებით ფუნქციონალში:

  • პანელის ავტომატური დამალვა (არასავალდებულო)
  • Quicklist მხარდაჭერა
  • თემის ჩაბნელების მხარდაჭერა
  • აპლიკაციის მიპინვის საშუალება
  • აპლიკაციის ძიება შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვებით
  • ძველი სკოლის ‘Menu Bar’ აპლეტები (არასავალდებულო)

classic-menu

სხვა ცვლილებები

მხარდაჭერილია GNOME 3.10 და შემდეგი რელიზები; გაუმჯობესებულია ანიმაციები, როდესაც ცვლი ვოლფეიფერს; განსაკუთრებულად გაუმჯობესებულია run-ის დიზაინი.

budgie-run-dialog

დააინსტალირე Budgie Desktop

Budgie 0.8, როგორც მისი წინა რელიზები, შესაძლებელია დააინსტალირო Ubuntu 14.04 LTS და Ubuntu 14.10-ზე. დესკტოპი შესაძლებელია დააინსტალირო  Unity, GNOME Shell და Cinnamon-ის გვერდით.

ინსტალაციისთვის გახსენით ტერმინალი და შეიყვეთ ქვემოთ მოცემული ბრძანებები. საჭიროებისას შეიყვანეთ თქვენი პაროლი.

sudo add-apt-repository ppa:evolve-os/ppa
sudo apt-get update && sudo apt-get install budgie-desktop

ინსტალაციის შემდეგ საჭიროა გამოხვიდეთ Unity-დან (ან იმ დესკტოპიდან, რომელსაც იყენებთ). შემდეგი სესიის გასახსენელად კი დააკლიკეთ Ubuntu-ს ლოგოს და აირჩიეთ Budgie.

select-budgie