canary

250$ – თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უსაფრთხოების სისტემა სახლისათვის რომელიც უამრავ ფუნქციას აერთიანებს ერთ მოწყობილობაში. Canary 2013 წლის ივლისში გაეშვა Indiegogo-ზე 100 000 დოლარის შეგროვების მიზნით. კამპანიის დასრულებისას პროექტს უკვე 2 მილიონამდე თანხა ქონდა და 15 000 იუნიტის გაყიდვის შემდეგ წინასწარი გაყიდვები დასრულდა და წარმოების ახალი ციკლი დაიწყო, თუმცა ეს Khosla Ventures-გან 10 მილიონიანი ინვესტიციის შემდეგ დაიწყო.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში 500-მდე მომხმარებელი აწარმოებდა ტესტირებას და დღეს უკვე კომპანია ძალიან მაღალი და სანდო უსაფრთხოების სისტემას გვთავაზობ.

Canary მუშაობს მარტივად. ჩართეთ ის და შემოდეთ თაროზე. მას აქვს მოძრაობის სენსორები, კამერა და სენსორები ჰაერის ხარისხის, კვამლის და სხვა ცვლილებების დასაფიქსირებლად. Canary თავლყურს ადევნებს სახლს მაშინ როცა თქვენ იქ ხართ და მაშინ განსაკურთებით, როცა გასული ხართ. პროგრამული უზრუნველყოფა ადვილად ასხვავებს ერთმანეთისგან თქვენ ძაღლს, ბავშვს და მძარცვლეს და გამოგიგზავნით შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე.

აპლიკაცია იწერს ვიდეოს ყოველ ჯერზე, როცა მოძრაობის სენსორი გააქტიურდება და მომხარებელს აძლევს საშალებას დაეხმაროს Canary-ს პირველ ეტაპზე განსასხვავეს ცუდი ტიპი და თქვენ ერთმანეთისგან.