dolby-cinema

Dolby-მ დიდი სიახლე დაანონსა და ეს აუდიოს არ ეხება, ეს არის IMAX-ის კონკურენტი ტექნოლოგიის Dolby Cinema. ეს არის გიგანტური ეკრანი, რომელიც პროექციას ახდენს Dolby Vision ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც წლების განმავლობაში მუშაოვდებოდა. ეს არის მაღალი დინამიური დიაპაზონის ვიდეოებისა და საიდუმლო ტენოლოგიის ნაზავი. HDR ვიდეო როგორც ვიცით აჩვენებს ჩრდილებსა და სინათლეს ისევე, როგორც ჩვენი თვალი აღიქვამს რეალურ ცხოვრებაში. დღესდღეობით ეს ტექნოლოგია ყველაზე მაღალი კონტრასტულობით გამოირჩევა და მას ანალოგი არა აქვს.

კომპანია ტექნოლოგიის დანერგვას ჰოლანდიაში იწყებს და დროებით 4K ლაზერული პროექტორბის საშუალებით მოხდება პროექცია მანამ სანამ Dolby Vision-ის შესაძლებლობების მქონე პროექტორები არ იქნება გამოშვებული გაზაფხულზე. რა თმქა უნდა კინეოთეატრები შეერთებულ შტატებშიც გამოვა მაგრამ ახლო მომავალში ეს დაგეგმილი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კინოსტუდიებმა ამ ფორმატთან თავსებადი ფილმები აწარმოონ, რითაც ტექნოლოგია მომავალში პოპულარული გახდება და შეძლებს კონკურენცია გაუწიოს დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ IMAX კინოთეატრებს.

როგორც Hollywood Reporter ამბობს Disney იქნება პირველი ვინც Dolby Vision=ს გამოიყენებს და Star Wars VII არის შესაძლო კანდიდატი ამ ფორმატისათვის. Dolby არ ამბობს თუ რა იქნება ამ გიგანტური კინოთეატრის ბილეთის ფასი, თუმცა ჰოლანდიური კინოთეატრის მონაცემებით ერთი ბილეთი 18$ ეღირება განსხვავებით ტიპიური 12.50$-ისა. ეს ნორმალურია რადგანაც IMAX-იც განსხავებით ჩვეულებრივი კინოთეატრისა მოითხოვს დამატებით თანხას მომხამრებლისგან.