firefox-banner-750x291

Mozilla-ამ გამოუშვა ახალი რელიზი, Firefox 34, რომელიც ამ დროისთვის ხელმისაწვდომია Windows, Mac და Linux დესკტოპისათვის.

მახასიათებლები

პირველი თვალშისაცემი დანამატია Firefox Hello, Mozilla-ს WebRTC მახასიათებელი. დაემატა ახალი პლაგინი, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეო და ხმოვანი ზარების განხორციელებას ბრაუზერში უფასოდ. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ დააკლიკო Firefox Hello ხატულას, გაუგზავნო მიმღებს შენი ლინკი, რათა შედგეს კავშირი. Firefox ექაუნთში შესვლა კი წვდომას მოგცემს სხვა ფუნქციონალთანაც. მაგალითად გექნება კონტაქტების წიგნაკი და აღარ დაგჭირდება ლინკის გაზიარება ზარის წამოსაწყებად.

hello-firefox

სხვა ცვლილებები

ვერსია 34 ამარტივებს თემებს შორის გადართვას. შესაძლებელია ლაივ პრევიუს ნახვა, გადამრთველები კი ხელმისაწვდომია Customising  გვერდზე.

firefox-theme-switcher

ამ რელიზში შეიცვალა ძირითადი საძიებო სისტემა. ბელარუსიის, კაზახეთის და რუსეთის ლოკატორებისთვის Yandex არის დეფოლტად. ახლო მომავლში გააქტიურდება Yahoo! აშშ-ის მომხმარებლებისთვის.

აშშ-ის მომხმარებლები იღებენ დაცულ HTTPS Wikipedia ძიებას საძიებო ყუთიდან.

firefox-https-search-for-wikipedia

 

განახლება შეეხო ასევე Firefox-ის მობილურ ვერსიასაც და მასშიც დიდი სიახლეებია. განახლდა სამომხმაფრებლო ინტერფეისები და დაემატა უახლესი პროტოკოლებისა და უსაფრთხოების აპრამეტრების მხარდაჭერა. გათვალისწინებული Chromecast-ის სრული მხარდაჭერაც და ახლა უკვე თქვენი საყვარელი ბრაუზერი შეგიძლიათ ტელევიზორის ეკრანზეც გადაიტანოთ.

10841453_10152874346319346_62615841_n

Firefox 34-ის გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური გვერდიდან.

 

გადმოწერე Firefox 43 (Windows, Mac, Linux)

[pb-app-box pname=’org.mozilla.firefox’ name=’Firefox Browser for Android’ theme=’discover’ lang=’en’]