tech-gifts-ornaments

დადგა სეზონი საჩუქრები გავუკეთოთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ნათესავებს. გთავაზობთ სასარგებლო და უსარგებლო გაჯეტების ნაკრებს სხადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებისათვის.

Extreme Micro Drone 2.0

redesign_redesign_Microdrone_MF-3_0914

ეს არის პატარა დრონი დაბალი ფასით. Extreme Micro Drone 2.0-ს მოყვება კამერა და კამერის მისამაგრებელი. ბატარეის დამუხტვა შესაძლებელია USB-ს გამოყენებით. დრონს შეუძლია 360 გრადუსიანი სწრაფი მოძრაობების განხორციელება. დრონის ღირებულებაა 74.99 დოლარი.

Feather Mouse

redesign_MF_FeatherMouse3

მაუსი გამოიყურება როგორც ფანქარი. მუშაობს უკაბელოდ 9 მეტრის მაქსიმალური დისტანციით. ვფიქრობ, სერიალების მოყვარულებისთვის კარგი იქნება, როგორც დამატებითი მაუსი. მისი ფასია 24.99 დოლარი.

100 ცალი AA და 52 AAA Duracell-ის ბატარეა

redesign_duracel_mf

თუ გაქვს მოწყობილობები, რომლებიც იყენებს AA და AAA ბატარეებს, ეს ნაკრები შენთვისაა. თუ არ გაქვს და არც ელემენტებს აგროვებ, გააგრძელე სქროლვა:))

ნაკრებში შედის 100 ცალი AA და 52 ცალი AAA ბატარეა. ფასი შეადგენს 59.99 დოლარს.

ilumi

redesign_ilumi_MF1_1014

ilumi არის სმარტ განათების მოწყობილობა, რომლის მართვაც შესაძლებელია Android და iOS მოწყობილობებიდან. ilumi საშუალებას იძლევა ერთი ოთახიდან მეორე ოთახში მართო განათება,  შექმნა და შეინახო სასურველი ნათების ტიპი, ასევე, შესაძლებლოა გაქვს ნათების ციმციმი რიტმში მოდიოდეს მუსიკის რიტმთან. მოწყობილობის ღირებულებაა 79 დოლარი. 

Active Wrap Headphones

redesign_redesign_SPBEAT9_MF3_0914

ეს არის ყურსასმენი ჩაშენებული მიკროფონით ყოველგვარი კაბელების და ჩახლართული კაბელების გარეშე. ის უკავშირდება ნებისმიერ მოწყობილობას, რომელსაც აქვს ბლუთუზის მხარდაჭერა. ფასი 24 დოლარია. 

Bluetooth Audio Beanie

redesign_BTbeanie_MF2_1114

ეს ზამთრის გაჯეტია. ქუდში ჩამონტაჟებულია მიკროფონი და სპიკერები. რაც ყველაზე მთავარია, ქუდის გარეცვა შესაძლებელია. მისი ყიდვა კი შესაძლებელია 34,99 დოლარად. 

https://www.youtube.com/watch?v=70UsHwbzFac

Bluetooth Shower Speaker

redesign_speaker_mf4

მუსიკის მოსმენა სიამოვნებაა. შხაპის მიღებაც სიამოვნებაა. ორივე ერთად კი ძალიან მაგარი სიამოვნებაა. ამ პატარა მოწყობილობას შეუძლია შემოიტანოს მუსიკა ჩვენს აბაზანაში. ის უკავშირდება ნებისმიერ დივაისს, რომელსაც აქვს ბლუთუზის მხარდაჭერა. ჩაშენებული აქვს ბატარეა, მიკროფონი და საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ზარი აბაზანიდან (დარეკავს იმ მოწყობილობიდან, რომელთანაც იქნება დაკავშირებული). მისი ფასია 34,99 დოლარი.

NES30 Bluetooth Controller

redesign_15865431915154.GD8flk1fUbvNvC2FIJOd_height640

NES30 ბლუთუზ კონტროლერით შეგიძლია ითამაშო სმარტფონისა და ტაბლეტის თამაშები. თავსებადია Android, iOS, MAC და Windows მოწყობილობებთან. მოწყობილობას უკავშირდება ბლუთუზის ან USB კაბელის გამოყენებით. ფასი 29,99 დოლარია.

3-In-1 Mobile Lens Kit

redesign_StackLens_MF4_0914

აუცილებელი არ არის დაკმაყოფილდე შენი სმარტფონის ლინზით. შეგიძლია დაამაგრო სამი სხვადასხვა ტიპის ლინზა შენი iOS და Android მოწყობილობისათვის. ლინზები საშუალებას მოგცემს გადაიღო სურათები ფართო კუთხით, “თევზის თვალით” ან მაკრო. გაჯეტის ფასია 24,99 დოლარი.

fixeye

Camera Lens Mug

redesign_tocc_CameraMug_MF

ჭიქა ლინზის დიზაით, რომელიც ყავას რამდენიმე საათით შეუნარჩუნებს ტემპერატურას. ფასი 19,99 დოლარია.