JPEG-BPG

ცნობილმა ფრანგმა პროგრამისტმა ფაბრის ბელარმა (QEMU-ს, Tiny C კომპილატორის, LZEXE არქივატორისა და სხვა უტილიტების ავტორი) შეიმუშავა ახალი გრაფიკული ფორმატი, რომელსაც ყველა შანსი აქვს გახდეს “JPEG-ის მკვლელი” უახლოეს მომავალში.

JPEG-vs_BPG-gradient

ფორმატი BPG (Better Portable Graphics) უზრუნველყოფს უფრო მეტი დონის შეკუმშვას ვიდრე JPEG. ამავდროულად ინახავს გრადიენტულ გადასვლებს და სხვა პატარა დეტალებს. განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევია მძლავრი კომპრესიისას. იქ სადაც JPEG ფოტოები არტეფაქტებს იძლევა, ეს კადრები BPG-ში სრულიად მისაღებად გამოიყურება ხოლო ფაილები უფრო ნაკლებ ადგილს იკავებენ.

JPEG-vs_BPG

 

ყოველი ასეთი ფაილი იწყება hex-სათაურით 42 50 47 (BPG). შემდგომში გამოსახულება აღიწერება ისევე, როგორც ეს H.265 ფორმატშია, რომელიც თავდაპირველად ვიდეო ნაკადის კომპრესიისთვის შეიქმნა. BPG-ს მნიშვნელოვანი თავისებურებაა ალფა-არხის შენახვა (გამჭვირვალე ფენა) რომელიც მას სხვა პოპულარული ფორმატების კონკურენციის საშუალებასაც აძლევს როგორიცაა: PNG და GID.

ალფა არხის გარდა BPG-ში არის ნებისმიერი მეტაინფორმაციის შენახვა. EXIF-ში შეიძლება გადაღების პარამეტრების და კამერის მოდელის შენახვა, თარიღის და დროის, GPS კოორდინატების და სხვა ტექნიკური დეტალებისთვის. IPTC მითითებულია მონაცემები საავტორო უფლებების შესახებ და ივსება რუბრიკატორის ველები, რომელიც საძიებო სისტემებს ეხმარება გამოსახულების მოძებნაში საძიებო სიტყვებით. XMP შეიცავს მონაცემებს გამოსახულების დამუშავების შესახებ, რომლების შენახვაც შეიძლება შაბლონის სახით და გადეცეს სხვა აპლიკაციას. ICC აღწერს ფერთა სივრცეს უფრო კორექტული ფერთა გადაცემისათვის სხვა და სხვა ეკრანებზე.

BPG-ში მხარდაჭერილია ფერთა მოდელები: RGB, CMYK და YCgCo, ამასთანავე 14 ბიტიანი თანრიგით არხზე, როცა JPEG-ში ეს 8 ბიტიანია. ეს საშუალებას იძლევა შეინაოთ უფრო მეტი ნახევარტონი და უზრუნველყოფენ პოსტ-დამუშავებს შესაძლებლობებს რომლებიც ახლოსაა TIFF-თან.

ფაბრის ბელარის მიერ შემუშავებული ფორმატი სრულია ღია სტანდარტია. მან გამოაქვეყნა მისი დეტალური აღწერა და JS-დეკოდერის წყარო კოდი. დაკომპილირებული კონსოლური ვერსია Windows-თვის ასევე ხელმისაწვდომია ავტორის საიტზე.

ჯერ-ჯერობით გასარკვევია საავტორო უფლებების საკითხები, რომელსაც იურიდიული ანალიზი ჭირდება. საქმე იმაშია, რომ პატენტი ორიგინალურ HEVC-ზე MPEG LA-ს ეკუთვნის. რამდენად არის გამოყენებული ბელარის პროექტში მათი ნამუშაევარი ჯერ კიდევ უცნობია. თუ იურისტები გადაწყვეტენ, რომ BPG-ში გამოიყენება პატენტით დაცული კოდი, მაშინ უფლების მფლობელი მოითხოვს სალიცენზიო გადასახადებს, რაც ფაქტიურად ჯვარს დაასვამს პერსპექტიული ფორმატის ფართო გავრცელებას.