lg-4k-qd

LG-მ დააანონსა, რომ მომავალი წლიდან მას ექნება ახალი 4K ტელევიზორები, რომლებიც არსებული Ultra HD LCD-სა და სუპერ ფერად OLED მოდელებს შორის დაიკავებს ადგილს. განსხხვავება ის არის, რომ ისინი გამოიყენებენ კვანტური წერტილის ტექნლოგიას, რომელიც LG-ის თქმით საშუალებას იძლევა უფრო ფართო ფერთა პალიტრა გამოიყენონ ვიდრე ეს ჩვეულებრივ LCD-ში არის შესაძლებელი. Sony უკვე იყენებს ამ ტექნოლოგიას მის ჰაი-ენდ ტელევიზორებში და ჭორების თანახმად Samsung-იც აპირებს კვანტური წერტილების გამოყენებას. ტექნოლოგია, რომელზეც არის საუბარი თავის თავში გულისხმობს ნონოკრისტალებს, რომელთა ზომა 2-დან 10 ნანომეტრამდეა და სხვა და სხვა ფერს მათი ზომიდან გამომდინარე აჩვენებს. ის თხელი ფენის სახით გადაეფარება ჩვეულებრიც IPS LCD-ზე. ახალი ტელევიზორები ჯერ ჯერობით მხოლოდ 35 და 65 დიუმიან ვარიანტებში იქნება ხელმისაწვდომი და მათი საგამოფენო მოდელები იანვარში იქნება ლას ვეგასში წარმოდგენილი.