firefox_iphone_hero

ძალიან დიდი ხანია Apple არ აძლევს Firefox-ს გამოვიდეს iOS აპლიკაციით, რადგანაც ის იყენებს საკუთარ ვებ-ძრავას, თუმცა Chrome-ის მსგავსად ის შეიძლება მაინც გამოვიდეს Apple-ის მოწყობილობებისათვის.

Mozilla-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯონათან ნაითინგელმა თქვა: “ჩვენ გვინდა ვიყოთ იქ სადაც ჩენი მოხმარებლები არიან. ამიტომაც ჩვენ გამოვუშვებთ Firefox-ს iOS-ზე” გაურკვეველია თუ როგორ მოხდება ეს, რადგანაც Apple არ გეგმავს თავისი პოლიტიკის შეცვლას, რომელიც გარეშე მწარმოებლის ბრაუზერის ძრავას დაუშვებს სისტემაში. ამ ეტაპზე შესაძლებელია განხორციელდეს Firefox-ის ანგარიშების და სანიშნების სინქრონიზაციის მხარდაჭერა.

მომხმარებლისთვის ერთი და იგივე ბრაუზერის გამოყენება მრავალ პლატფორმაზე ნიშნავს სანიშნების, რჩეულების და ანგარიშების სინქრონიზაციას რითაც Firefox-ის პოპულარობა გაიზრდება და iOS ამ მხრივ დიდი რესურსია Mozilla-სთვის.