puzzlephone-konceptbild-2

Google-ის ცნობილი ინიციატივა შექმნას მოდულური სმარტფონი Project Ara შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბაზრის სხვა მოთამაშეების მიერ, რომლებმაც უკვე დაიწყეს ალტერნატივების შემოთავაზება. ფინური პროექტი PuzzlePhone გვპირდება, რომ მომავალი წლიდან დაიწყება მათი მოდულური სმარტფონის გაყიდვები, რომელიც საძიებო გიგანტის იდეებს იმეორებს, თუმცა ამას უფრო მარტივად ასრულებს და გაჯეტს არა მხოლოდ გიკებზე თვლის. პროექტის შესახებ ცნობილი გახდა ერთი წლის წინ (აღსანიშნავია, რომ PullzePhone-ის შემქმნელი კომპანია ტერიტორიულად იმავე ქალაქ ესპოოშია სადაც Nokia-ს სათაო ოფისია მოთავსებული).

PuzzlePhone საგრძნობლად ამარტივებს მოდულური ტელეფონის იდეას და ის სამ კომპონენტამდე დაყავს: სმარტფონი შეგებოდეს იქნება “ტვინისგან”, “გულისგან” და “ხერხემლისგან”. ტვინი იქნება მისი პროცესორი, გული აკუმულატორი ხოლო ხერხემალი იქნება მისი ჩარჩო, ეკრანი და დანარჩენი აქსესუარები.

მიმდინარე მომენტისთვის PuzzlePhone-ის შექმნის პროცესი მისულია მუშა პროტოტიპამდე და შემქმნელები გაყიდვების დაწყებას მომავალი წლის მეორე ნახევარში გვპირდებიან. ცნობილი გახდა, რომ სმარტფონი იმუშავებს Android საოპერაციო სისტემის მართვის ქვეს და შემოთავაზებული ეკრანების ზომა იქნება 4.3, 4.7 და 5 დიუმი. გაჯეტის ფასი ჯერ უცნობია, თუმცა გვპირდებიან, რომ ის  იაფი იქნება ვიდრე აპარატული ანალოგები.

ნახეთ PuzzlePhone სმარტფონის კონცეპტუალური იდეა: