elbrus-mainboard

МЦСТ-გვატყობინებს, რომ ის აპირებს გამოუშვას კომპაქტური დედაპლატა “Монокуб-М”, რომლის ბირთვიც პროცესორი “Эльбрус-2СМ”-იქნება და მზადდება НИИМЭ и Микрон-ის მიერ 90 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ჯერ-ჯერობით პირველი რუსული ორირთვიანი პროცესორის საცდელი წარმოება მიმდინარეობს,

mini-ITX ფორმ-ფაქტორის პლატაზე არის მრავალი გამომყვანი: PCI Express 1.0-ის სალტე, გიგაბიტიანი ქსელი, USB 2.0, VGA, DVI, SATA 2.0, IDE (CompactFlash), RS-232 და GPIO პინები საერთო გამოსასვლელებით.

elbrus-cpu

პლატა ნულიდანაა შემქნილი და მასზე დასავლური მწარმოებლების მხოლოდ ორი ჩიპია მოთავსებული, რომლებიცაა Silicon Motion და Marvell.

 

“Эльбрус-2СМ” ან “Эльбрус-1С” არის “Эльбрус-2С+”-ის გადამუშავებული ვერსია. CM2-ს აქვს 2 არხიანი DDR2-533 ჩაშენებული მეხსიერების კონტროლერი, 2 ბირთვი და 2 მეგაბაიტი მეორე დონის კეში – მეგაბაიტი ბირთვზე. გარე მოწყობილობებთან პროცესორი სამხრეთის ხიდის საშუალებით ურთიერთობს რომელსაც “პერიფერიული მოწყობლობების კონტროლერი ქვია”- რომელიც ასევე МЦСТ-ს მიერ არის შემუშავებული.

პროცესორის ტაქტური სიხშირე 300 მეგაჰერცია. მუშა ტემპერატურების დიაპაზონია -40-დან +85 გრადუსამდე ცელსიუსით. მიკროსქემის პიკური წარმადობა არის 12 მილიარდი ოპერაცია წამში. გამოცხადებულია, რომ პროცესორი მაღალ წარმადობას ჩვენებს სიგნალის ციფრული გადამუშავებისას და მათემატიკური გამოთვლებისას.

ეს სრულიად რუსული პროცესორია: ბრძანებების სისტემა, არქიტექტურა, ელექტრონული სქემა, ბლოკები და ტოპოლოგია რუსეთშია შექმნილი. მოწყობილობა იწარმოება “НИИМЭ и Микрон”-ის ქარხანაში ზელენოგრადში.

პროცესორი რა თქმა უნდა უსარგებლოა დედაპლატის გარეშე და მასზე აწყობილი კომპიუტერი ახალი აქიტექტურით საჭიროებს საოპერაციო სისტემასაც. გვპირდებიან, რომ რუსულ საოპერაციო სისტემაზე “Эльбрус” შესაძლებელი იქნება ამ პრობლემების მოგვარება და უკვე მუშა კომპიუტერების გამოშვება მონობლოკების, მინი-სერვერებისა და მონაცემთა საცევების სახით, რომლებსაც ექნება დაცულობის მაღალი ხარისხი.

“Эльбрус” საოპერაციო სისტემა Linux 2.6.33-ზე არის დაფუძნებული და მაში რეალიზებულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი და მრავალამოცანიანობისა და მრავალმომხმარებლიანობის მხარდაჭერა. libpthread-ის elpthread-ში გარდაქმნით მიღწეულ იქნა რეალურ დროში მუშაობის რეჟიმი, რაც აუცილებელია ავტომატიზებული სისტემების მართვისათვის, რომელიც რობოტებში და სატრანსპორტო საშუალებებში გამოიყენება.

სიახლე გამოფენებზე უკვე მომავალ წელს გამოჩნდება და რა თქმა უნდა მისი ფასი არ დაუსახელებიათ თუმცა არც არის მოსალოდნელი, რადგანაც სამომხმარებლო ბაზარზე მისი გამოტანა ჯერ-ჯერობით არ არის დაგეგმილი.

“ელბრუსის” შემდეგი თაობები უფრო მეტ ბირთვებსა და მწაროებლურობას გვპირდება. 2018 წლისთვის დაგეგმილია 8 და 16 ბირთვიანი პროცესორების გამოშვება 20 ნანომეტრიანი ტექპროცესით და წარმადობით 1-ტერაფლოპი. 2020 წლამდე კი დაგეგმილია 32 ბირთვიანი და 2 გიგაჰერციანი პროცესორების გამოშვება 2-4 ტერაფლოპი წარმადობით და 14 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით.