seagate-shingles

3.5 დიუმიანი 8 ტერაბაიტიანი დრაივები Seagate-სგან მხოლოდ 260$ ღირს. ეს გაცილებით უფრო იაფია ვიდრე HGST-ის ჰელიუმით სავსე 8 ტერაბაიტიანი დისკები, რომლებიც 1000$-მდე ღირს. ასევე უფრო მეტად ხელმისაწვდომია ვიდრე OCZ-ის ერთ ტერაბაიტიანი SSD რომელიც 2200$ ღირს. ეს პროდუქტი არის ახალი Archive HDD ხაზის ახალი თაობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაეშვა და იყენებს SMR ტექნოლოგიას, რომელსაც უფრო მეტი მონაცემების შენახვა შეუძლია ფირფიტაზე ვიდრე ჩვეულებრივ დისკებში. ამ ხაზში ასევე არის 6 ტეარაბაიტიანი და 5 ტეაბაიტიანი ვარიანებიც.

ეს ჰარდ დრაივი უფრო ნელია ვიდრე SSD  (მისი წაკითხვის სიჩქარე 150 მეგაბაიტია, როდესაც SSD-ის სიჩქარეები 550 მეგაბაიტის აღწევს წამში)  3 ცენტი გიგაბაიტში არ არის ცუდი წინადადება და ძალიან მალე ეს დისკები თქვენს უახლოეს მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი. Amazon-ზე 20 დისკიანი პაკეტები იყიდება და ისინიც 2015 წლის იანვრამდე არ არ გამოგეგზავნებათ.