HP_Holiday

ეს არის Bluetooth-ზე მომუშავე პატარა იარლიყები, რომლებიც შეგიძლიათ მიამაგროთ ნივთებს, რომ მერე მათი მოძებნა არ გაგიჭირდეთ. ვთქვათ თქვნ ხშირად კარგავთ გასაღებებს, ან არ გახსოვთ სად დატოვეთ ლეპტოპი ან არ გინდათ დაგრჩეთ თქვენი ზურგჩანთა უადგილოდ. უბრალოდ მიამაგრეთ Tile თქვენს ნივთს და ყველაფერი რიგზე იქნება. ეს შესანიშნავი გაჯეტი უკვე ანდროიდთან თავსებადიც გახდა.

აპლიკაცია უფასოა, მაგრამ Tile 25 დოლარი ღირს და თუ თქვენ 4-ცალი გინდათ მაშინ 75 დოლარის გადახდა მოგიწევთ მხოლოდ. და თუ გადაწყვიტეთ ერთდროულად 8 ცალი შეიძინოთ რა თქმა უნდა ის 180$ იქნება თქვენთვის. გაითვალისწინეთ, რომ მას არ აქვს GPS და თქვენ ვერ მიაგნებთ ნივთს თუ მოშორდებით მას 30 მეტრზე მეტად, თუმცა Tile-ის ქსელის საშუალებით თქვენ შეძლებთ სხვა მომხმარებლებთან დაკავშირებას და ვინმე თუ თქვენს ნივთთან ახლოს აღმოჩნდა ის მიიღებს შეტყობინებას, რომ თქვენი ნივთი ახლოსაა.