twitter

Twitter თავის მომხმარებელს ახალ ფუნქციას სთავაზობს, რომელიც პირად მიმოწერებში ტვიტების  გაგზავნის საშუალებას იძლევა (Direct Messages, განყოფილრბაში ”მესიჯები”). ეს ინფორმაცია კომპანიის ოფიციალური ბლოგის  მეშვეობით გავრცელდა.

ტვიტების- პირად მიმოწერასა და აპლიკაცია TweetDeck -ში სხვა მომხმარებლებისთვის გასაზიარებლად საჭიროა დააჭიროთ ხატულას ”სხვა” და აირჩიოთ  «პირადი მესიჯების გაზიარება». Android -სა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებში ფუნქციით სარგებლობისათვის საჭიროა დიდ ხანს დავაჭიროთ შერჩეულ ტვიტს და ჩვენთვის საჭირო წინადადების გამოჩენის შემთხვევაში დავაკლიკოთ მასზე. ამის შემდეგ მეგობარს მოწყობილობაზე მიუვა push-ნოტიფიკაცია, ტვიტი კი გამოჩნდება პირდაპირ მიმოწერის ფანჯარაში.

original_e27bf645f5b00296680abc874e912166

ამით Twitter ახორციელებს პირადი მიმოწერის ფუნქციის გაფართოებას, რაც მას სხვა მესინჯერებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალებას აძლევს – აღნიშნავს ტექნოლოგიების ბლოგი TechCrunch. ცოტა ხნის წინ სოც ქსელმა ამ სფეროს განვითარებისთვის დაამატა პირად შეტყობინებებში ბმულების გაგზავნის საშუალება, გასული წლის ბოლოს კი შეტყობინებაზე სურათის მიბმის ფუნქცია.

დესკტოპური კომპიუტერების აპლიკაციები ახალი ფუნქციის მხარდაჭერას( პერსონალური კომპიუტერისა და მაკისთვის)  მომდევნო განახლებასთან ერთად მიიღებენ.