Canonical-ის მაღაზიაში ხელმისაწვდომი გახდა Ubuntu 14.10 Utopic Unicorn-ის მაისურები: მამაკაცებისთვის მუქი ლურჯი და ქალებისთვის “ცხელი” ვარდისფერი. თითოეული მაისური დამშვენებულია ‘Utopic Unicorn’-ის ემბლემით – დიზაინი ეკუთვნის Canonical-ს. მაისურის უკანა მხარეს არის Ubuntu-ს ლოგოტიპი და წარწერა: “Utopic Unicorn 14.10“.
მაისურის ფასია 11 ევრო დიდ ბრიტანეთში, 17,45 დოლარი აშშ-ში, 13,42 ევრო ევროპაში. წინა წლებთან შედარებით ცოტათი ძვირია.
იყიდე მამაკაცის Ubuntu 14.10 მაისური