Acer-ის Chromebook 15 ყველაზე დიდი ქრომბუქი

Acer_Chromebook_15__CB5-571__white-front_up_left_angle.0

სანამ ქრომბუქების პოტენციური მყიდველები ეძებენ პატარა და იაფფასიან მოწყობილობებს, Acer სხვა ტიპის მომხმარებლებს უმიზნებს. მისის ახალი ქრომბუქი 15,6 დიუმიანი ეკრანით გამოვიდა. ის არც ისე ძვირია და მისი ფასი 250 დოლარია. ეს არ არის ულტრაბუქის კატეგორიის ლეპტოპი და უფრო განკუთვნილია საგანმანათლებლო სექტორისათვის და ძველი მომხმარებლებისათვის ვისაც უფრო დიდი ეკრანით სარგებლობა უნდა. ის უფრო პირველადი კომპიუტერია ვიდრე მეორადი პორტატიული PC.

რაც შეეხება მის ტექნიკურ მონაცემებს აქ ყველაფერი წესრიგშია და მას აქვს მეხუთე თაობის Intel Core i3 ან Celeron პროცესორი. ასარჩევად არის 1080p ან 1366×768 გარჩევადობის ეკრანი. მოწყობილობას აქვს USB 3.0 პორტები, USB 2.0 და HDMI ინტერფეისი. ასევე არის SD ბარათების სლოტიც.

ჯერ-ჯერობით უცნობია ლეპტოპის გამოსვლის თარიღ და რეგიონების სადაც ის იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მოცულობას არის ხელმისაწვდომი 16 და 32 გიგაბაიტიანი SSD დისკებით და 2 და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით.