Alcatel-OneTouch-Watch-Header-big-2საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოფენა, CES 2015, დაიწყება 6 იანვარს. აღნიშნულ გამოფენაზე Alcatel-ის სტენდზე წარმოოდგენილი იქნება ახალი სმარტ საათი. ფოტოზე გამოსახულია წრიული ფორმის დისპლეი, ოთხი განსხვავებული სამაჯურით – საკმაოდ ძლიერად გამოიყურება. კომპანია გვაწრმუნებს, რომ მათი მთავარი მიზანი იყო, როგორც დივაისის ვიზუალი, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს ყოველდღიური საქმიანობა.

გარდა ძირითადი ფუნქციონალისა, საათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს მუსიკა, გაცვალოს ფოტოები, შეამოწმოს შეტყობინებები და სხვა. ამასთანავე Alcatel გვპირდება “ჭვიან ფასს”. ასე რომ, შესაძლებელია ეს საათი გახდეს ყველაზე ხელმისაწვდომი მოწყობილობა. სამწუხაროდ, ფასი ჯერჯერობით უცნობია.

ფასის გარდა, უცნობია საათის ტექნიკური მონაცემები. ასევე, უცნობია თუ რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებს.