Adonit_Jot_Pro_Stylus_for_iPad_-_1_1024x1024“ღმერთმა ათი სტილუსი მოგვცა, მოდით, ნუ შევქმნით კიდევ ერთს,”- ამბობდა სტივ ჯობსი, რომელიც ამგვარი აქსესუარების წინააღმდეგი იყო. 2007 წელს მან წარმოგვიდგინა 3,5 დიუმიანი iPhone სტილუსის გარეშე. იმ დროისთვის კი მოწყობილობების უმეტესობა გამოდიოდა სტილუსით. პირველი iPad-ის შემქნის დროსაც არ გამოჩენილა სტილუსი. ახლა კი შეიძლება ყველაფერი შეცვალოს დაანონსებულმა 12 დიუმინმა iPad Pro-მ – მოწყობილობის გამოსვლას ისევე ძლიერ ელოდებიან, როგორც Apple Watch-ს ელოდებოდნენ. KGI Security-ს ანალიტიკოსმა მინგ ჩი კომ განაცხადა, რომ iPad Pro გამოვა სტილუსით. ამასთანავე, სპეციალისტი ვარაუდობს, რომ Apple ახალ პლანშეტს წარმოგვიდგენს 2015 წლის მეორე კვარტალში.

სტილუსი გაიყიდება მოწყობილობისგან დამოუკიდებლად, რადგან ყველას არ სჭირდება ეს საჭირო, მაგრამ არა აუცილებელი აქსესუარი. სტილუსი იმუშავებს მხოლოდ Apple-ის პლანშეტზე. მას ჩაშენებული ექნება ბატარეა, რომელიც საჭიროებს დამუხვტვას. ასევე, ექნება უახლესი გაუმჯობესებები: კონსტრუქციაში ჩაშენებული აქსელერომეტრი, გიროსკოპი და გაფართოებული შესაძლებლობები წერისთვის. რამდენად მართალი აღმოჩნდება ეს მოლოდინები, რამდენიმე თვეში გავიგებთ.

ipad-pro-stylus