blocks

ელექტრონული მოწყობილობების მოდულური სტრუქტურა საკმაოდ პერსპექტული იდეაა, რომელიც ძალიან ბევრ პროექტში განახორციელდა. ერთ-ერთი მათგანი უკვე რეალიზაციის სტადიაშია გადასული – ეს არის მოულური სმარტფონი ProjectAra.

მეორე ამ თემაში იქნება მოდულური საათი Blocks, რომელიც გასულ წელს კომპანია Block Wearables-მა წარმოადგინა იდეის სახით. მიმდინარე განხორციელება ამ იდეის მიმდინარეობს Intel-ის “Make It Wearable” პროგრამის ფარგლებში. მომავალში პროგრამას მოუწევს დაფინანსების Kickstarter-ზე მოპოვება და ეს ივნისიდანაა მოსალოდნელი.

საათების ფუნქციონალი იგივე იქნება, როგორც მსგავს გაჯეტებს აქვს უკვე ბაზარზე. ეს არის სმარტფონიდან შეტყობინებების მიღება, ასევე სმარტფოის ზოგიერთი ფუნქციის მართვა, მფლობელის აქტივობების აღრიცხვა. ასევე შესაძლებელი იქნება საკუთარი მოდულების დამატებაც, როგორიცაა დამატებითი აკუმლატორი, GPS, მიკროფონი, SIM ბარათის სლოტი და სხვა. მოდულები საათის ბრასლეტის ბლოკებად იქნება წარმოდგენილი და მათი დაშლა და აწყობა ძალიან მარტივი იქნება.

საბაზისო კომპლექტის სავარაუდო ფასი 150 დოლარი იქნება ხოლოდ დამატებითი მოდულები 20-დან 40 დოლარამდე ეღირება.