android-one-9

Cyanogen-მ აოფიციალურად დაანონსა Android One მოწყობილობების მხარდაჭერა. CyanogenMod 11, რომელიც Android 4.4 KiTKat-ზე არის დაფუძნებული ახლა უკვე Android One მოწყობილობებზე არის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა უახლოეს მომავალში მხარდაჭერილი იქნება CM12, რომელიც Lolliopop-ზე არის დაფუძნებული.

როგორც Cyanogen ამბობს ეს რელიზი მნიშვნელოვანია რიგი მიზეზების გამო:

ეს რელიზი ძალიან მნშივნელოვანია ჩვენთივს. ეს არის პირველი Android One მოწყობილობები CM-თვის და ასევე პირველი მოწყობილობები Mediatek-ის პროცესორზე, რომელიც სირთულეს წარმოადგენდა დეველოპერებისთვის, მათზე სრული ფუნქციონალობის მიღწევა რაც ძალიან დიდი წინსვლაა კომპანიისთვის.

რა თქმა უნდა ოქტომბრიდან არსებობდა არაოფიციალური პორტი, მაგრამ მას არ შეეძლო ორ-სიმბარათიანი რადიო მოდულების და მობილური მონაცემთა გადაცემის უზრუნველყოფა. ახლა უკვე სისტემა სრულად ფუნქციონალურია Android One მოწყობილობების სრული აპარატული მხარდაჭერით. Cyanogen-მა გამოუშვა ერთიანი სისტემა საერთო კოდური დასახელებით sprout, რომელიც მიმდინარე თაობის ყველა მოწყობილობაზე იმუშავებს: Spice Dream Uno, Karbonn Sparkle V და Micromax’s Canvas A1.

ოფიციალური რელიზი