egloo3

ეს არის ორგინალური გამათბობელი, რომელიც სანთლების მიერ გამოყოფილ სითბოს ეფექტურად გამოყოფს და ინარჩუნებს დიდი ხნის განმავლობაში. პროექტი Indiegogo-ზე იტალიელმა სტუდენტმა გაუშვა და ახლა უკვე შეგიძლიათ მისი შეკვეთა მინიმუმ 60 დოლარად.

egloo1

როგორც კმაპნიი სგვერდზე წერია: “Eglo შედგება ოთხი ელემენტისგან: ბაზა, გრილი და ორი გუმბათი. ბაზაში თავსდება სანთლები, რომლითაც თბება ორი გუმბათი. მეტალის გრილი, რომელიც გუმბათების საყრდენია და ასევე ჰაერის შესვლას უზრუნველყოფს რაც აუცილებელია სანთლების წვისთვის. Egloo-ს ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა ოთხი სანთელი. მუშაობის საშუალო ხანგრძლივობა არის 5 საათი რაც საკმარისია 20 კვადრატული მეტრი ოთახის გათბობისთვის. თხელი გუმბათი ცენტრშია მოთავსებული და სითბოს დიდ რაოდენობას ინახავს და ატარებს მას გარე გუმბათზე; ორ გუმბათს შორის მოთავსებულ სივრცეში კი მოძრაობს ჰაერი, რომელიც გარემოსთან მიმოცვლას უზრუნველყოფს”

egloooo1

გასული წლის განმავლობაში უამრავი ვიდეო იყო ქსელში, რომელშიც მსგავსი მოწყობილობის შემნის ინსტრუქციებია მოყვანილი, მაგრამ მათ მიმართ მომხმარებელმა სკეპტიკური დამოკიდებულება დააფიქსირა, რადგანაც ძენლი დასაჯერებელია სანთლებით გათბობის ეფექტურობის მიღწევა, ასევე არის ხანძარსაშიშროების პრობლემაც. მიუხედავად ამისა პროექტმა მიიღო დაფინანსება ვადის ამოწურვამდე 3 კვირით ადრე და ინვესტიცის სახით 100 000 დოლარამდე მიიღო.