Exynos_Chip_Wide

როცა კომპანია Samsung-მა დააანონსა Exynos 7 64-ბიტიანი ჩიპსეტი გასული წლის ბოლოს, არავის არ ქონდა წარმოდგენა მისი შესაძლებლობების შესახებ. ბურუსით მოცული Samsung-ის მოწყობილობა Exynos 7420 ჩიპსეტზე გატარეს Geekbench პროგრამის ქვეშ და მან დღეისათვის არსებული ყველა ანდროიდ მოწყობილობაზე უკეთესი მაჩვენებელი დააფიქსირა.

ერთ-ბირთვიან ტესტირებაში Exynos 7420 ჩიპმა 1520 ქულა აიღო, რაც უფრო მეტია ვიდრე ყველა ანდროიდ მოწყობილობა Google Nexu 9-ის გარდა. NVIDIA Tegra K1 პროცესორის ბაზაზე შექმნილი Nexus 9 ტაბლეტი ამ ტესტში 1800 ქულას იღებს. Samsung-ის Exynos ჩიპმა საერთო ჯამში აჩვენა უფრო მეტი წარმადობა ვიდრე ნებისმიერმა Snapdragon-მა და საერთო ქულების რაოდენობით 5478 აიღო. იგივე Google Nexus 9 ამ მაჩვენებლით ჩამოუვარდება Samsung-ის ახალ პროცესორს. მრავალბირთვიან ტესტებში მან საკუთარ Note 4-საც გაუსწრო, Snapdragon 805-ის ბაზაზე დაფუძნებული სმარტფონები აქ მხოლოდ 3000 ქულას იღებენ.

ტესტირების ეს შედეგბი ძალიან შთამბეჭდავია და ის Exynos ჩიპს უკეთესად წარმოაჩენს ვიდრე ის იყო წარსულში. ტესტებმა აჩვენა, რომ ის აბსოლუტური ლიდერი იქნება და მას LTE 9 კატეგორიის მოდემი ექნება. ასევე ცნობილია, რომ Qualcomm-ის უახლეს ჩიპებზე ხშირად არ არის ინტეგრირებული LTE მოდემი, რაც ამ სისტემას უფრო მეტად მოთხოვნადს გახდის სხვა მწარმოებლებისთვისაც. მოსალოდნელია, რომ Samsung-მა არ გამოიყენოს Qualcomm-ის 810 ჩიპსეტი მისი მომავალი Galaxy S6 ფლაგმანისთვის და მასში ექსკლუზიურად Exynos 7420 ჩიპი ჩადოს.