firefox-banner-750x291

Mozilla-მ გამოუშვა Firefox 35, რომელიც ხელმისაწვდომია Windows, Mac და Linux პლატფორმებზე. ეს არის ღია კოდით გავრცელებადი ბრაუზერის პირველი სტაბილური რელიზი 2015 წელს.

Firefox 35-ში გაუმჯობესდა “Hello” ვიდეო ზარების სისტემბა და მას დაემატა ოთახებზე დაფუძნებული დიალოგის მოდელი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ თქვენ შელებთ ოთახების შექმნას, რომლებიც მოგვიანებითაც იქნება ხელმისაწვდომი თავიდან შეერთებისთვის.

ასევე დაემატა Firefox Marketplace, რომელიც არის ბრაუზერის მობილური აპლიკაციების მაღაზია, სიახლე Tools მენიუში დამატა, ასევე შესაძლებელია ღილაკის პანელზე გამოტანაც.

Firefox აპები იქმენბა სტანდარტული ვებ ტექნოლოგიებით, რაც ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შეიძლება სამაგიდო კომპიუტერზეც. Firefox აპები ისევე როგორც Chrome აპები ემატება სამაგიდო აპლიკაციების მენიუში და მუშაობს თავის დამოუკიდებელ ფანჯარაში და ასევე მხარდაჭერის შემთხვევაში შეუძლიათ ოფლაინშიც მუშაობა.

ჩამოტვირთეთ Firefox 35 თქვენთვის სასურველი პლატფორმისათვის