db1632a5efc8041d7bbe00cf93fcf700
კომპანია Google ერთ კვირაში შეყვეტს Glass Explorer პროგრამას და გამოყვას მას ექსპერიმენტული Google X განყოფილებიდან. გაჯეტის შემდგომ განვითარებას გააგრძელებს ტონი ფადელი, რომელიც iPod-ის დიზაინის შექმნით იყო დაკავებული Apple-ში, ხოლო შემდეგ შექმნა კომპანია Nest, რომელიც თერმოსტატებს აწარმოებს. ერთი წლის წინ Google-მა ის 3,2 მილიარდ დოლარად შეიძინა.
Google Glass-ის შეძენა თავიდანვე რთული პროცესი იყო და საჭიროებდა Glass Explorer პროგრამაში მოანწილეობას. რამდენიმე თვის იწნ კი მისი შეძენა ნებისმიერ მომხამრებელს შეეძლო, თუმცა ფართო გაყიდვები მას ჯერ არ ღირსებია და მათი რაოდენობა შეზღუდულია და ფასიც შესაბამისად 1500 დოლარს შეადგენს.
შესაძლოა ამ ზაფხულს Google-მა წარმოადგინოს ჭკვიანი სათვალეების განახლებული ვერსია I/O-ზე და რაც მთავარია გაცილებით იაფად მის Play Store-ში.