microsoft-corporation-to-counter-google-inc-android-supremacy-by-investing

როგორც ცნობილი გახდა Microsoft-მა გადაწყვიტა დააფინანოს სტარტაპი, რომელსაცც Google-ის Android-ის საკუთარი მოდიფიკაცია აქვს. 50 მილიონამდე მოწყობილობა დღეს მუშაობს ამ საოპერაციო სისტემის ქვეშ, ასევე  Cyanogen-ზე მთავარი გუნდის გარდა 9000 მოხალისე დეველოპერი მუშაობს, რაც ამ პროდუქტის ფართო მხარდაჭერასა და მაღალ ხარისხს უზურნველყოფს.

Google დღს მობილურ ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობაშია. მსოფლიოში გაყიდული მობილური ტელეფონების 84% Android-ის მართვის ქვეშ მუშაობს. ამ ტელეფონების თითქმის აბსოლუტური უმრავლეოსბა Google-ის აპლიკაციებით არის აღჭურვილი. Android ტელეფონის პირველივე ჩართვისას იქ არის Google-ის აპლიკაციების უმრავლესობა და რა თქმა უნდა მომხარებელს სხვა პროგრამების დაყენება Play Store-დან შეუძლიათ, თუმცა ამას ნაკლებად გააკეთებენ, იმიტომ რომ იქ უკვე არის თითქმის ყველა საჭირო საოფისე აპი. რატომ ჩამოტვირთავს მომხმარებელი Microsoft-ის პროდუქტებს?

Google უფასოდ ავრცელებს Android-ის წყარო კოდს მოწყობილობების მწარმოებლებისათვის. მიუხედავად ამისა თუ ვენდორებს დასჭირდებათ Google-ის აპლიკაციებთან წვდომა როგორიცაა Google Play Store ან Search, მათთვის აუცილებელია შეთანხემბის გაფორმება, რომელიც დამატებით სხვა Google-ის პროგრამების დაყენების ვალდებულებას გულისხმობს.

Cyanogen-ის Android ათავისუფლებს მოწყობილობების შემქმნელებს მსგავსი კონტრაქტებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ Microsoft-ის მიერ შექმნილ Cyanogen Android-ზე პირველ რიგში MS-ის აპები იქნება მთავარ ეკრანზე გამოტანილი.

დღევანდელი მდგომარეობით Windows Phone ბაზრის მხოლოდ 3%-ის მფლობელია, ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა გამოეშვა მისი ფლაგმანური აპლიკაციები iPhone და Android ტელეფონებისათვის. აპლიკაციები დიდი წარმატებით სარგებლობს უკვე, თუმცა ეს საკმარისი არ არის და Microsoft-ის გეგმები უფრო შორს არის გამიზნული, მისთვის მნიშვნელოვანია აპლიკაციების მოხმარებლების ეკრანებზე მოთავსება თითქმის ყველა მოწყობილობაში.

როგორი იქნება Google-ის პასუხი? დათმობს თუ არა კომპანია იმ დიდ შემოსავალს ადვილად, რომელიც მისი სერვისების მიერ ნაჩვენები რეკლამით შემოდის? სავარაუდოდ ამის საწინააღმდეგო ზომები მიღებული იქნება და წელს საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრენი გავხდებით.