Google-ის რჩევები მეტი უსაფრთხოებისთვის

Google უსაფრთხოება

google-security

1. გამოიყენეთ უკეთესი პაროლი ვიდრე “password”

შეიძლება უსამართლოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ დიდი შანსია, რომ თქვენი პაროლი ადვილი გამოსაცნობი იყოს. ასევე მნიშვნელოვანია გამოიყენოთ განსხვავებული პაროლები სხვა და სხვა სერვისებისათვის – რთული პაროლების დამახსოვრების პრობლემა ვისაც გაქვთ არის უამრავი პაროლების მენეჯერი, რომელიც ძალიან აადვილებს მათ შეყვანას.

2. დაიცავი თქვენი ანგარიში და სელფები ჰაკერებისგან

Google გთავაზობთ ორ-საფეხურიან ვერიფიკაციას, რომელიც ძალიან მარტივია და ყველაზე ფუნდამენტური დაცვის მქანიზმია. როცა თქვენ თქვენს Google-ის ანგარიშში შედიხართ უცნობი კომპუტერიდან თქვენ გამოგეგზავნებათ დასტურის კოდი (მობილურ მოწყობილობაზე), ამით Google რწუნდება, რომ ეს ნამდვილად თქვენ ხართ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ უნივერსალური ორფაქტორიანი USB გასაღები

3. თვალ-ყური ადევნეთ თქვენს მოწყობილობას.

გამოიყენეთ PIN კოდები, პაროლები ან ბიომეტრიული პარამეტრები, როგორიცაა თითის ანაებჭდები მაგალითისთვის, რომ თავიდან აირიდოთ მოწყობილობის არასწორ ხელებში მოხვედრა.

4. თუ თქვენ საეჭვო კონტენტი შენიშნეთ აუცილებლად დაარეპორტეთ

თუ შეამჩნევთ, რომ რომელიმე საიტზე YouTube-ზე ან ელ-ფოსტაში არის საეჭვო კონტენტი მონიშნეთ ის. არ დაელოდოთ სხვებს, Google-ის გუნდი მუშაობს მონიტორინგზე და თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

5. აუცილებლად განაახლეთ თქვენი ბრაუზერი

ალბათ მოსაბეზრებელია განახლებები, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ონლაინში უსაფრთხოებისთვის. ძველი ბრაუზერის ვერსიას ხშირ შემთხვევაში აქვს უსაფრთხოების პრობლემები, ასე რომ ყოველთვის განაახლეთ თქვენი Chrome, ამისთვის მხოლოდ მისი გამორთვა და ხელახლა ჩართვაც საკმარისია.

სრული სიისთვის და მეტი დეტალებისთვის ნახეთ Google‘-ის გვერდი სადაც ნაიჯ-ნაბიჯ ახსნილია ყველაფერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.