cf9be7cb034406d3f9d5ba750def912d

HP-ს პავილიონში CES 2015-ზე კომპანიამ წარმოადგინა მონიტორები 3840 x 2160 და 5120 x 2880 გაფართოებით. 3D ეკრანი ვირტუალური რეალობისთვის, რომელიც თავის მოძრაობებს აფიქსირებს და გამოსახულების ნებისმიერი კუთხიდან აღქმას უზურნველყოფს, ასევე რკალისებული დისპლეები 34 დიუმიანი დიაგონალით.

Zvr Virtual Reality Display-ს აქვს 23,6 დიუმიანი დიაგონალი, გარჩევადობით Full HD და გვთავაზობს პასიური 3D სათვალეების გამოყენებას. მონიტორთან კომპლექტში არის სტილუსი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოსახული ობიექტების მართვას. ამავდროულად აქვს ოთხი კამერა, რომელიც მონიტორების ზედა ნაწილშია მოთავსებული და მომხმარებლის თავის მოძრაობებს აქფისირებს, რითაც მოცულობითი გამოსახულების დანახვა ყველა მხრიდან არის შესაძლებელი. ეს მოწყობილობა გამოყენებულ იქნება სოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმისათვის, რომ თვალსაჩიონების ხარისხი გაიზარდო. დიზაინერებისა და ინჟინრებისთვის მისი საშუალებით უფრო ადვილი იქნება საკუთარი პროტოტიპების შემუშავება და დათვალიერება მანამ სანამ ისინი რეალურად დამზადდება.

092cba0f34fd86efcee85ccd72d2fc18

წარმოდგენილი იქნა ორი რკალისებური მონიტორი 27 და 34 დიუმიან ვარიანტებში. ეს არის Envy 34C და აქვს გარჩევადობა 3440 x 1440 და შეფარდება 21:9. ასეთი მონიტორი ძალიან ბევრს მომხმარებელს შეუცვლის ორ-მონიტორიან კონფიგურაციას ძალიან მარტივად. უფრო პატარა მოდელი Pavilion 27C უფრო ნაკლები გაფართოებითაა სულ რაღაც 1080p და 16:9-ზე შეფარდება. მონიტორებს აქვთ VGA და HDMI პორტები.

HP_Z34c_with_HP_Z840_Desktop_Workstation.0

ორი მოდელი გაფართოებით 4K ანუ 3840×2160 27 დიუმიან და 23,8 დიუმიან ვარინტებშია წარმოდგენილი. გვერდების შეფარდება სტანდარტულია 16:9. მონიტორებს აქვთ DisplayProt, DVI, HDMI, Mini-DisplayPort, MHL და სამი USB 3.0.

cf9be7cb034406d3f9d5ba750def912d

მოდელი Z27q გამოირჩევა 5K გარჩევადობით – 5120 x 2880, რაც 7-ჯერ უფრო მეტია ვიდრე Full HD ეკრანის წერტილების რაოდენობა.

HP_Z27s__Right_Facing.0