HTC One (M9) ახალი ფლაგმანის მოლოდინში

Uncategorized

როგორც ცნობილია, ბარსელონაში MWC 2015-ის გამოფენაზე კომპანია HTC წარმოგვიდგენს თავის ახალ ფლაგმანს. სავარაუდოა, რომ ეს ფლაგმანი ისეც იქნება One სერიიდან – ველით, HTC One M9-ს. თუმცა, შესაძლებელია ეს მოლოდინები არ გამართლდეს: შეიძლება წარდგენა არც ამ გამოფენაზე მოხდეს და არც მოსალოდნელი მოწყობილობა წარმოგვიდგინონ. ეს მხოლოდ მოარული ხმებია, მაგრამ ბოლო წლების გამოცდილებით შეიძლება ითქვას, რომ ახალ სმარტფონებზე ჭორები ამართლებს. ამ პატარა სტატიაში მოგიყვებით, რა ჭორები დადის HTC-ის ახალ ფლაგმანზე. დავიწყეთ.HTC-One-M8-Ultrapixel

HTC One (M9)-ის წინასწარი მახასიათებლები გამოიყურება შემდეგნაირად:

  • კორპუსის მატერიალი: ალუმინი, მინა
  • ოპერაციული სისტემა: Android 5.x, Sense 7.0
  • ქსელი: GSM/EDGE, UMTS/HSDPA, LTE Cat 6
  • დისპლეი: Super LCD 3, დიაგონალი 5” გარჩევადობა 1920×1080 ან 5.1’’ გარჩევადობით 2540×1440
  • პროცესორი: 8-ბირთვიანი, 64-ბიტიანი, პლატფორმაზე Qualcomm Snapdragon 810, 4-ბირთვიანი სიხშირეზე 2 გჰც + 4-ბირთვიანი 1.55 გჰც
  • გრაფიკა: Adreno 430
  • ოპერატიული მეხსიერება: 3 გბ
  • ფლეშ-მეხსიერება: 32 გბ
  • მეხსიერების ბარათი სლოტი: აქვს, 128-მდე
  • ინტერფეისები: Wi-Fi dual-band, Bluetooth 4.x LE, microUSB ჯეკი დამუხტვისთვის/სინქრონიზაციისთვის, 3.5 მმ-იანი ყურსასმენებისთვის
  • მთავარი კამერა: 20 მპ
  • წინა კამერა 4 მპ (UltraPixel)
  • ნავიგაცია: GPS (A-GPS-ის მხარდაჭერა), გლონასი
  • დამატებითი: აქსელომეტრი, სინათლის სენსორი, მიახლოების სენსორი, სწრაფი დამუხტვის ფუნქცია
  • ბატარეა: არაა ინფორმაცია
  • ზომები: არაა ინფორმაცია
  • წონა: არაა ინფორმაცია

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს მონაცემები არის სავარაუდო და რეალობა შეიძლება აღმოჩნდეს სრულიად განსხვავებული.

უცნობია HTC One M9-ის დიზაინი მსგავსი იქნება თუ არა One სერიის წინა მოდელების. საინტერესო მომენტია ეკრანის შესახებ: ხმები დადის, რომ M9-ის დისპლეის დიაგონალი იქნება 5,2 და გარჩევადობა 2560×1440 წერტილი. ეს ვარიანტი მხარდაჭერილია ორი ფაქტით: ახალ სმარტფონში BoomSound-ის ტექნოლოგიის დინამიკები იქნება უფრო კომპაქტური, ვიდრე წინა მოდელებში. მეორე ფაქტი: M9, დიდი ალბათობით, აღჭურვილი იქნება Qualcomm-ის უახლესი პლატფორმით, რომელსაც შეუძლია შემოგვთავაზოს შესანიშნავი სიჩქარე. ამის გათვალისწინებით, HTC-ს შეუძლია თავს უფლება მისცეს თავის ახალ ფლაგმანს გაუკეთოს მაქსიმალური გარჩევადობის ეკრანი. კამერასთან დაკავშირებით ყველაფერი ასე თუ ისე ცნობილია. ეს იქნება 20 მპ მოდული. ამბობენ, რომ ფოტოს ხარისხით სხვა ფლაგმანებს ვერ შეეჯირება. თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ M9-ში გამოყენებული იქნება Snapdragon 810 Qualcomm-სგან. დანარჩენი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. მოსაცდელი დარჩა მხოლოდ ერთნახევარი თვე 🙂

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.