one-x-iphone-5-htc

ამ კვირის დასაწყისში Apple-მა გამოაქვეყნა თავისი ფინანსური შედეგები. ფაქტებზე დაფუძნებით მიიღო გასაოცარი შედეგი: 2014 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე გაიყიდა 74,5 მილიონი iPhone (iPhone 6 და iPhone 6 Plus  რა თქმა უნდა ვარსკვლავები იყვნენ). ჯეფ გორდონმა, HTC-ის დირექტორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, Apple-ს მიულოცა ეს მიღწევები. ამასთანავე, განაცხადა, რომ iPhone-ს თვლის ძალიან მოსაწყენ მოწყობილობად. მისი სიტყვებით Apple-ს სმარტფონი არის მოსაწყენი და მარტივი არჩევანი. “მე ვამჯობინებდი უფრო უნიკალურ მოწყობილობას, რომელიც ჯიბინად ამოღების შემდეგ გამაოცებდა,” – განაცხადა გორდონმა. ალბათ, ამგვარ მოწყობილობად თვლის HTC One M8-ს.

წინა თვეს ჯეფ გორდონმა მოგვიყვა HTC-ის 2015 წლის გეგმების შესახებ და დაგვპირდა “დიდ სიურპრიზებს”. მოარული ხმების თანახმად, HTC One M9 არ იქნება ისეთივე ძლიერი მოწყობილობა, როგორიც მისი წინამორბედი. ასე რომ, ვიმედოვნებთ, საუბარია კომპანიის სხვა ახალ მოწყობილობებზე.

წყარო: 4pda.ru