IMG_0682-980x641

როგორ გავხადოთ ჩვენი ჩვეულებრივი მაღალი გარჩევადობის ტელევიზორი სმარტ TV უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ Intel-ს ამ სფეროში ახალი პროდუქტის წარმოდგენაში ამან ხელი არ შუშალა. Intel Compute Stick – არის Bay Trail PC რომელსაც აქვს USB პორტი, Wi-Fi და Bluetooth უკაბელო ქსელების მხარდაჭერა. მოწყობიობას აქვს SD ბარათების სლოტი და რა თქმა უნდა თავსებადია Windows 8.1 და Linux საოპერაციო სისტემებთან.

IMG_0684-980x610

micro USB პორტი მოწყობილობის დენში ჩასართავად გამოიყენება. პანელზე არის პატარა ჩართვის ღილაკი და სრული ზომის USB პორტი პერიფერიული მოწყობილობების შეერთებისათვის. კომპიუტერი ორი ვარიანტით გამოვა: Windows 8.1 ვერისა 2 გიგაბაიტი ოპერატიულით და 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით 149 დოლარად და Linux ვერსია 1 გიგაბაიტი ოპერატიულით და 8 გიგაბაიტი შიდა საცავით 89 დოლარად. Intel ამობს, რომ დიდი ალბათობით Ubuntu იქნება საოპერაციო სისტემა Linux ვერსიისათვის, თუმცა ალტერნატიული დისტრიბუტივების ჩაწერაც არ იქნება არანაირი პრობლემა.

IMG_0685-980x616

ორივე სტიკი გამოდის ოთხ-ბირთვიანი Bay Trail Atom Z3735F, Bluetooth 4.0 და 2.4 გიგაჰერციანი 802,11n WiFi, მოწყობილობის გაყიდვაში გამოსვლა მარტშია დაგეგმილი.