kingo-root

root უფლებები Android მოწყობილობაზე ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი ფუნქციონალური შესაძლებლობებზე წვდომის მისაღებად. ხშირად root წვდომა საჭიროა ტელეფონში წინასწარ დაყენებული არასასურველი აპლიკაციების წასაშლელად, აპლიკაციების მეხსიერების ბარათზე დასაყენებლად და თემებისა და სხვა სისტემური მონაცემების შესაცვლელად.

არსებობს უამრავი root აპლიკაციები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია Android მოწყობილობებზე სუპერმომხმარებლის უფლებების მოპოვება. დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო Kingo Android ROOT-ზე, რომელიც ძალიან ბევრი სმარტფონის მხარდაჭერით გამოირჩევა.

მოკელდ გადმოწერეთ პროგრამა მისი ოფიციალური საიტიდან. Kingo Android ROOT-ის საშუალებით შეიძლება უამრავი მოწყობილობის დარუთვა, მათ შორის : Samsung, HTC, Google Nexus, LG, Alcatel, Huawei, Lenovo, Acer, Motorola, Sony და Micromax. მხარდაჭერილი მოწყობილობების სრული სია იხილეთ ბმულზე. მიუხედავად იმისა, რომ სია შეიძლება პატარად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში უტილიტას შეუძლია გაცილებით მეტი მოწყობილობის დარუთვა და ეს პრაქტიკამ დაადასტურა.

პროგრამის გადმოწერის შემდეგ რა თქმა უნდა ის უნდა გავუშვათ და მივყვეთ ინსტრუქციას:

Screen Shot 2015-01-20 at 1.34.23 AM

მიუერთეთ თქვენი სმარტფონი და პლანშეტი USB კაბელის საშუალებით და სანამ ამას იზამთ აუცილებლად გააქტიურეთ  USB Debugging (Android Debugging) პუნქტი,  Developer options-მენიუში. თუ არ ჩანს Developer options, ამ შემთხვევაში გადადით მენიუში About phone და ბევრჯერ დააჭირეთ პუნქტს Build Number სანამ არ გამოჩნდება შეტყობინება, რომ გააქტიურდა დეველოპერეის მენიუ.

Screen Shot 2015-01-20 at 1.34.57 AM

Kingo Android ROOT თვითონ დაადგენს მოწყობილობის მოდელს და დააყენებს სჭირო დრაივერებს. დრაივერების დაყენების შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს “Root” და დაელოდოთ პროცესის დასრულებას, რომლის განმავლობაში შეიძლება ტელეფონზე ან კომპიუტერზე გამოვიდეს გარკვეული შეკითხვები რაზეც დადებითად უნდა ვუპასუხოთ 🙂

Screen Shot 2015-01-20 at 1.35.24 AM

ყველა ოპერაციის დასრულების შემდეგ Kingo Android ROOT გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას და მოგთხოვთ ტელეფონის გადატვირთვას პროცესის დასრულებისათვის. მორჩა თქვენ უკვე გაქვთ სუპერმომხმარებლის უფლებები, ანუ დარუთული ანდროიდი გაქვთ.

Screen Shot 2015-01-20 at 1.35.51 AM

ამავე უტილიტის საშუალებით შეიძლება უკუოპერაციის შესრულება და სუპერმომხმარებლის წაშლა ტელეფონიდან “Remove Root” ღილაკზე დაჭერით.

როგორც მწარმოებელი ამბობს, Kingo Android ROOT არის სრულიად უსაფრთხო პროგრამა, თუმცა მაინც გაგაფრთხილებთ, რომ პროგრამის გამოყენებამ შესაძლოა თქვენი მოწყობილობის საგარანტიო მომსახურებაზე იმოქმედოს, ასე რომ დაფიქრდით სანამ გამოიყენებთ.