LG Display-მ განაცხადა, რომ ამა წლის ივლისიდან დაიწყებს მოქნილი Plastic-OLED დისპლეების მასიურ წარმოებას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში გამართულ CES 2015-ზე LG-მ წარმოგვიდგინა G Flex 2 რკალისებრი დისპლეით. თუმცა, თხელი დამცავი მინის გამოყენება გაღუნვის რადიუსს უწესებს ლიმიტს 75მმ-მდე. ამ მიმართულებით კორეული მწარმოებლების უახლესი მიღწევები კი საშუალებას იძლევა დისპლეი გაკეთდეს მთლიანად პლასტმასისგან 30მმ-იანი გაღუნვის რადიუსით.

lg-flexible-oled-displays1-480x339

~

ახალი დიპლეების გამოირჩევა იმით, რომ ისინი არ ტყდება. გარდა ამისა, LG-მ ტექნიკური მახასიათებლების საკმაოდ მაღალ საფეხურს მიაღწია: ენერგომოხმარება 60 ლუმენი/ვტ, 75 ლუმენი სიკაშკაშით, საშუალო ფერთა ტემპერატურა შეადგენს 3000 კელვინს, ფერთა გადაცემის ინდექსი 85-ზე მაღალია. ამგვარი მახასიათებლები ფერთა გადაცემაში არ არის საუკეთესო, მაგრამ LG განაგრძობს ტექნოლოგიების განვითარებას.

lg-flexible-oled-displays-2-480x290

lg-flexible-oled-displays-3-480x290

ჯერ არ არის ცნობილი რომელ მოწყობილობებზე გამოიყენებს LG ახალ პანელს.