o-MICROSOFT-570
ამ კვირას კომპანია Microsoft-მა ჭეშმარიტან ინოვაციური გაჯეტი წარმოადგინა – სათვალეები შერეული რეალობით HoloLens ჰოლოგრაფიული გამოოსახულებით. ამ მოწყობილობის დემო ვიდეოები ჩვენ რაღაც წარმოუდგენელს გვთავაზობენ.

https://www.youtube.com/watch?v=aThCr0PsyuA

სინამდვილეში, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, რომლებმაც უკვე გასინჯეს HoloLens, ამბობენ, რომ ისინი არც მთლად ისე მუშაობენ, როგორც ვიდეოებშია ნაჩვენები და განსხვავებულადაც გამოიყურებიან.
Microsoft-HoloLens-Skype-RGB1
იდეალური სამყაროს ნაცვლად, რომელიც რეალობას ერწყმის თან, მაღალი ტექნოლოგიებით და წარმოსახვით, მომხმარებელი ხვდა უფრო შეზღუდულ სივრცეში. მას არ აქვს ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ხედვის არე, ამის ნაცვლად ის ხედავს ძალიან შეზღუდულ მართკუთხედ რეგიონს, რომლის გამოსახულებაც აბსოლუტურად რეალურად გამოიყურება. ჟურნალისტებისთვის ნაჩვენები მოწყობილობის პროტოტიპი ფინალური პროდუქტისაგან ძალიან შორსაა და ძალიან მძიმედ აწვება მომხმარებლის თავს, მას აქვს მიერთებული კაბელები და უმოწყალოდ მოიხმარს აკუმლატორს, ამიტომაც მიერთებულია კვების უწყვეტ წყაროსთან. ჰოლოგრაფიული დამუშავების მოდული არ არის სათვალეებში ჩაშენებული და გამოტანილია ცალკე კრპუსში ქამარზე, რომელიც ყელზე უნდა შემოიხვიოთ.
68d91e7d-0ec2-45fb-899d-612b546550ea
სხვა სისტყვებით, რომ ვთქვათ HoloLens ერთი შეხედვით ძალიან ეფექტურია, მაგრამ არ მუშაობს ისე იდეალურად, როგორც პუბლიკას წარუდგინეს – ვიდეო რგოლები კომპიუტერული გრაფიკითაა შექმნილი და არა კამერით სათვალეებს შიგნით. მიუხედავად ამისა პროდუქტს ცუდი მომავალი არ უწერია. მიმდინარე ვერსიაში კარგად მუშაობს ჟესტების ამოცნობა, ხმოვანი ბრძნაებები, თავის მოძრაობა და ამ დავალებებთან ის თითქმის იდეალურად მუშაობს.
Microsoft-მა უკვე განაცხადა, რომ HoloLens გამოყენებული იქნება NASA-ს მიერ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით OnSite, რომელიც მათ მარსზე მუშაობის იმიტაციისთვის სჭირდებათ. ამის გარდა Xbox-ის მმართველის განცხადებით ეს სათვალეები უპრობლემოდ გახდება სათამაშო მოწყობილობაც. თამაშების გასაშვებად მას არ ჭირდება დამტებითი მოწყობილობა – არც კონსოლი, არც ტელეფონი და კომპიუტერი, რითაც ეს პროდუქტი ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი გაჯეტებისგან გამოირჩევა.
NASA-Microsoft-HoloLens
HoloLens-ის გამოყენების სფეროები უამრავია. მაგრალითად, წარმოიდგინეთ ოჯახი სადაც ცოლს უყვარს სერიალების, ყურება და ქმარს ფეხბურთი. პრობლემა მარტივად მოგვარდება, როცა ცოლი ჩართავს ტელევიზორს, ქმარი გაიკეთებს HoloLens. სახლში სადაც არიან ბავშვები, მძაფრსიუჟეტიანი, საშინელებათა და სხვა ასაკობრივი შეზღუდვის მქონე კონტენტის ყურება შესაძლებელი გახდება მათი თვალების მიღმა.
როგორც Microsoft ამბობს, პირველი საჯარო ვერსია, რომელიც დეველოპერებისთვის ინქება ხელმისაწვდომი ამ გაზაფხულს გამოვა. როდის იქნება ეს  სათვალეები ფართო გაყიდვაში კომპანია არ ამბობს და უცნობია მისი ღირებულებაც. თუ სათვალეები გეიმერებზე იქნება ორიენტირებული, მისი ფასი 300 დოლარის ფარგლებში იქნება და თუ მხოლოდ პროფესიონალი დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისა და მეცნიერებისთვის გამოვიდა ის შესაძლოა 15000 დოლარიც დააფასონ ისევე, როგორც Google Glass.
სამწუხაროდა HoloLens ყოველდღიური გამოყენების მოწყობილობა ვერ იქნება – რადგანაც ძნელი წარმოსადგენია ქუჩაში ამ ზომის გარნიტურით მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს სათვალეები იმუშავებს ისე როგორც სადმონსტრაციო ვიდეოებშია ნაჩვენები, იქნება სრულიად ავტონომიური და არ იქნება ძალიან ძვირი, ვფიქრობ მას ეყოლება ბევრი მომხმარებელი. ბოლოს და ბოლოს 2015 წელია და უკვე დროა შეიქმნას ისეთი მოწყობილობები, რომლებზეც გასული საუკუნის 60-იანი წლების ფუტუროლოგები ოცნებობდნენ.