ms-event-2015-01-21-win10-46-741x416
Windows 10 პრეზენტაციაზე, რომელიც ოთხშაბათს ვიხილეთ ძალიან ბევრი სიახლე იყო, ის გრანდიოზული და სიურპრიზებით და ოდნავ სევდიანიც მომეჩვენა. მთელი პრეზენტაციის განმავლობაში არ მასვენებდა დეჟა-ვუს ცნობილი შეგრძნება – ბევრი რამ რაც Microsoft-მა აჩვენა რაც მათი სისტემის განმასხვავებელი თავისებურება, უკვე იყო გამოგონილი Apple-ისა და Google-ის მიერ.

Continuum და Continuity

0bdaf6dc859d6da875baf581f2c72394
Apple-ს უკვე აქვს Continuity – ფუნქცია, რომელიც დავალებებს iPad-დან და iPhone-დან გადაიტანს სამაგიდე მაკზე და პირიქით. Microsoft-ს უკვე აქვს Continuum, რომელიც ჰიბრიდულ მოწყობილობაზე განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიხმაროთ ის, როგორც პლანშეტი თუ ნოუთბუქი და ამის მიხედვით გადართავს სისტემის ინტერფეისს. Microsoft-მა დააკოპირა იდეა და თითქმის გაიმეორა სახელი. ალბათ შემეწინააღმდეგება ვინმე, რომ Continuity და Continuum სხვა და სხვა ფუნქციონალია მაგრამ ვინაიდან Microsoft-ს ერთსა და იმავე მოწყობილობაში მაგ. Surface-ში ორი აქვს გაერთიანებული ნამდვილად სწორად აქვს ეს ყველაფერი გადმოკოპირებული და მორგებული თავის მოთხოვნებზე. ამასთანავე უნდა ვთქვა, რომ Apple-ის Continuity ჯერ-ჯერობით მიუხედავად მისი ნახევარწლიანი დაძველებისა მაინც პრობლემატურად მუშაობს და კომპანიას მოუწევს დახვეწა და პრობლემების მოგვარება რაც ბევრ მომხმარებელს აწუხებს დღემდე, რაც იმედია Microsoft-ის შემთხვევაში არ გამოიჩენს თავს და ყველაფერი იქნება წესრიგში.
სამუშაო მაგიდებს შორის გადართვა, რომელიც ჯერ კიდევ პირველ პრევიუებში იყო ასევე აქვს Apple-ს უკვე დიდი ხანია და ამ ფუნქციის დაკოპრებას, მხოლოდ მივესალმები და ვისურვებ, რომ Microsoft-მა ის უფრო დახვეწოს ვიდრე არის მიმდინარე ვერსიაში და ასევე არ გამოვრიცხავ მას ეს Apple-ზე უკეთესად გამოუვიდეს.

Skype და iMessage

ae6601c3d9fe6dbb177316e83051e309
Skype ჩაშენდება Windows 10-ში და გახდება Microsoft-ის მთავარი მესინჯერი. სმარტფონებზე ის შეცვლის SMS აპლიკაციას და ავტომატურად განსაზღვრავს აქვს თუ არა მომხმარებელს Skype ანგარიში და გადაიყვანს მასთან საუბარს ინტერნეტის გავლით და არა მობილური ოპერატორის მეშვეობით ზუსტად ისევე როგორც iMessage ფუნქციონირებს iOS-ში. ფუნქცია მართლაც კარგია და მომხამრებელს რესურსების და ნერვების დაზოგვის საშუალებას აძლევს. იმედია იქნება საშუალება უარი ვთქვათ Skype-ზე და მხოლოდ SMS-ის მიღების საშუალებაც გვექნება იმათ ვისაც არ გვინდა ამ შენსანიშნავი მესინჯერით სარგებლობა.
პლანშეტებზე და კომპიუტერებზე Skype ისევე გამოიყურებოდეს იქნება, როგორც iMessage OS X-ში: მრგვალი ავატარები, ინტერფეისის გაყოფა ორ ნაწილად კონტაქტების სიებთან ერთად და მიმოწერით. ვერ ვიტყოდი, რომ ეს კოპირებაა პირდაპირ რადგანაც მიმდინარე ტენდენციების სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნაში გვკარნახობს მსგავს დიზაინს.
iMessage-სგან განსხვავებით Skype-ში კროს-პლატფორმულობას გამოვყოფდი, ეს მესინჯერი პრაქტიკულად ყველა თანამედროვე პლატფორმაზეა, მობილურზეც და მაგიდაზეც.

უფასო?

d4f48bc50f9de929c6cbabd4ddb032db
რამდენიმე წლის წინ კომპანია Apple-მა OS X-ის განახლება უფასო გახადა. Microsoft-მა ეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, რადგანაც ლიცენზირებას მისთვის შემოსავლის სერიოზული ნაწილი მოაქვს. Microsoft-მა განაცხადა, რომ Windows 10 არ არის საოპერაციო სისტემა და ის არის სერვისი, რომეზეც უფასო წვდომა Windows 7-ისა და Windows 10-ის მომხმარებლებს ექნებათ. რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ ის სრულიად უფასო იქნებოდა, თუმცა ეს არ დადასტურდა.
ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს განცხადება, რომ Windows 10 არ არის საოპერაციო სისტემა და ის არის სერვისი? სინამდვილეში ის არის საოპერაციო სისტემა და ამ რეალობას ჯერ-ჯერობით ვერ უარყოფს ვერავინ.

Spartan Chrome Safari

283f31cdb7eacf838a90a78b2b1872cd
Microsoft-მა დიდი დრო დაკარგა საკუთარი Internet Explorer-ის განვითარებაში და საბოლოო ჯამში გახდა ყველაზე გავრცელებული ბრაუზერი მსოფლიოში, მაგრამ მათ მასზე უარი თქვეს და დაიწყეს ახლის შექმნა და მისი კოდური სახელი Spartan. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს უფრო დახვეწილი ბრაუზერები: Chrome და Safari. Spartan გამოიყურება თითქმის ისევე, როგორც Chrome და არ იქნება გასაკვირი, რომ ის WebKit-ზე მუშაობდეს. Spartan-ში რეალიზებული ფუნქციონალი გვერდების ადაპტაციასთან დაკავშირებით და მათი შენახვა მომავალში წასაკითხად უვეკ დიდი ხანია Safari-ში არის და ვერ ვიტყოდი, რომ ეს დიდი სიახლეა.

შეტყობინებების ცენტრი

91fff50118c44f3845fd4f8098948fb0
ჰაბი სადაც გროვდება, სხვა და სხვა შეტყობინებები უკვე არის Android, iOS და OS X პლატფორმებზე და Windows Phone-ზეც კი. Microsoft-მა ის უბრალოდ სამაგიდე Windows-ში ჩააშენა და ამით ჩვენც დავისვენეთ და დეველოპერებმაც.

Cortana – Siri, Google Now

811ca2a2f61b5c28b25210675860c6e6
Cortana-ს შექმნის იდეის უკან, რა თქმა უნდა Siri დგას და ხმოვანი ასისტენტის კომპიუტერში დამატება Google-ის გან მოდის, რადგანაც მათი Google Now უკვე Chrome და Chrome OS-ში მუშაობს.
ის, რომ Microsoft-მა თითქმის ყველაფერი სხვა კომპანიებსიგან აიღო არ ნიშნავს, რომ Windows 10 იქნება ცუდი. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია სხვისი წარმატებული იდეის გამოყენება და მათი დახვეწა, რითაც ძალიან კარგი პროდუქტის შექმნა არის შესაძლებელი.
o-MICROSOFT-570
არაფერს ვამბობ მოწყობილობაზე, რომელიც Microsoft Holo Lens-ის სახით წარმოგვიდგინეს. ეს მართლაც ინოვაციური გაჯეტი ყველაზე დიდ სიახლეს წარმოადგენს Microsoft-ის ისტორიაში და ის შეცვლის კომპანიის განვითარებაში უფრო მეტს ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. ვერ ვიტყოდი, რომ ის არ არის ნაკარნახევი Google Glass-ისა და Oculus Rift-ისგან, თუმცა ის გაცილებით დახვეწილია ვიდრე Glass და უფრო მოქნილია ვიდრე Oculus. ამასთანავე ის ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთ მათგანს, ჯერ-ჯერობით მაინც. Google Glass უფრო პორტატიულია ვიდრე Holo Lens და Oculus უფრო ვირტუალური რეალობაა რაც მას სპეციფიურად სათამაშო მოწყობილობად აქცევს. სხვა არის Microsot Holo Lens-ის დანიშნულება, ის ჩევულებრივი მომხმარებლისთვისაცაა და ინჟინრებისა და დიზაინერების ნომერ პირველი აქსესუარი გახდება.