windows-7-logo

მიუხედავად იმისა, რომ Windows 7 ყველაზე პოპულარული საოპერაციო სისტემაა, კომპანია Microsoft-მა 13 იანვრიდან შეყვიტა მისი მთავარი მხარდაჭერა.

ეს რა თაქმა უნდა არ არის კარგი სიახლე, თქვენი Windows 7-თვის არ გამოვა ახალი ფუნქციონალი ასევე არ მოხდება პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი განახლებები. ამის გარდა Windows 7 გადავიდა გახანგრძლივებული მხარდაჭერის რეჟიმში, რომელიც კიდევ 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისთვის უსაფრთხოების სისტემის განახლებები გამოვა მხოლოდ.

ამ გზით კომპანიას სურს მომხმარებლები სასწრაფო წესით გადაიყვანოს Windows 8 ან უახლოეს მომავალში დაგეგმილ Windows 10 საოპერაციო სისტემაზე.

შეგახსენებთ, რომ Windows 7 საოპერაციო სისტემა დღეისათვის 53% პერსონალურ კომპიუტერებზეა დაყენებული მეთლს მსოფლიოში.