ახალ მონაცემებზე დაყრდნობით Google Play მობილური აპლიკაციების მაღაზიამ უკან ჩამოიტოვა Apple-ის ანალოგიური App Store 2014 წლის საერთო მონაცმებით და ეს უკვე მესამე წელია რაც მეორდება. Play Store ახდენს 388 000 სხვა და სხვა დეველოეპრის აპლიკაციის დისტრიბუციას.
Google Play უფრო მეტ აპლიკაციას მოიცავს ვიდრე Apple, 1.43 მილიონით მის კატალოგში ვიდრე Apple-ის 1.21 მილიონი. Amazon სტაბილურადაა მესამე პოზიციაზე და მისი მაღაზია 2014 წელს 90%-ით გაიზარდა და მასში 293,000 აპლიკაციაა.
ზომებს შორის განსხვავება Apple-ისა და Google-ის მაღაზიებს შორის პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე თუ რა წესების მიხედვით ხდება იქ მათი განთავსება. Apple აპლიკაციის გამოქვეყნებამდე ხანგრძლივი და პრეტენზიული ტესტირების შემდეგ აძლევს დეველოპერს გამოქვეყნების ნებართვას, როცა Google-ში ეს პროცესი ავტომატურია და აპლიკაციები იქ გაცილებით ადვილად ხვდება.
appFigures-ის მონაცემები აჩვენებს,რ ომ ტოპ ხუთი კატეგორია iOS აპლიკაციებში, რომლებიც 2014 წელს იზრდებოდა იყო ბიზნესი, კვება, ცხოვრების სტილი, სოციალური ქსელები და კატალოგები. Google Play-ში კი ტოპ კატეგორიები იყო თამაშები, ფოტოგრაფია, მუსიკა, ბიზნესი და გართობა.
Google რომ უსწრებს Apple-ს ზრდის მაჩვნებლებით არ არის სავალდებულო ნიშნავდეს იმას, რომ დეველოეპრებს ის ურჩევნიათ. ძალიან ბევრი აპლიკაციის დეველოპერი ჯერ iOS ვერსიას უშვებს და შემდეგ კი Android აპს. პირველ რიგში ამის მიზეზი არის ის, რომ Apple-ის AppStore-ში უფრო მეტი მოგება გენერირდება ვიდრე Google-ის მარკეტში. თუმცა Google Play Store-ის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ დეველოეპრების ყურადღება ახლა მისკენ არის მიმართული, რასაც შემოსავლების გაზრდაც მოყვება აუცილებლად.
ეს იმის გამო ხდება რომ Appstore უფრო დაცულია ვიდრე PlayStore, და PlayStore ში დეველოპერებს სამოთე აქვთ და დიდი საშუელაბა აქვთ იმსი შექმნან Adsense ით გაჟღენთილი პროგრამები და დაუცველი და ათასი ჰაკით შეკოწიწებული და შესთავაზონ მომხმარებელს საუკეთესო სქრინებით.. ეს კი Appstore სთვის მიუღებელია…