Tegra_X1

კომპანია NVIDIA-მ CES 2015-ზე წარმოადგინა თავისი მობილური პროცესორების ახალი თაობა. ახალი ჩიპსეტის NVIDIA Tegra X1-ის თავისებურება არის ის, რომ ის მუშაობს სრუკყოფილ ვიდეო ბარათზე NVIDIA GeForce GTX 980. Tegra X1 შედგება რვაბირთვიანი 64-ბიტიანი პროცესორისგან და 256 გრაფიკული ბირთვისგან, რაც საბოლოო ჯამში 1 ტერაფლოპ სიმძლავრეს იძლევა.

მწარმოებლის თქმით Tegra X1 უფრო მძლავრია ვიდრე 15 წლის წინანდელი სუპერკომპიუტერი ASCI Red 15, რომელიც თავის დროზე ყყველაზე პირველი კომპიუტერი იყო 1 ტერაფლოპი წარმადობით. ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს სანდიას ლაბორატორიაში ამ კომპიუტერს 149 კვადრატული მეტრი ჭირდებოდა და მოხმარდა 500 000 ვატ ენერგიას და დამატებით მეორე იმდენი საჭირო იყო გაციების სისტემისათვის. შედარებისთვის Tegra X1 ადამიანის საჩვენებელი თითი ფრჩხილზე ოდნავ დიდია და მოიხმარს 10 ვატზე ნაკლებ ენერგიას.

x1

ახალი მობილური პროცესორი NVIDIA Tegra X1 გამოყენებულ იქნება ავტომობილების ბორტ-კომპიუტერებში NVIDIA Drive PX. პროცესორის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 256 Maxwell გრაფიკული ბირთვი;
  • 8 ბირთვიანი CPU (4 x ARM Cortex A57 + 4 x ARM Cortex A53);
  • ვიდეო გამოსახულების მხარდაჭერა 4K -ში 60 წამში. H.265, H.264, VP9 კოდეკების აპარატული მხარდაჭერა);
  • კამერების მხარდაჭერა 1,3 გიგაპიქსელამდე;
  • 20 ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ კომპანიის ოფიციალურ საიტი.