Project Ara-ს განვითარება გრძელდება და გუშინ გამართულ კონფერენციაზე, წარმოდგენილი იქნა მთავარი კონცეფციები და გეგმები მისი რეალიზაციის სტადიაში გადასვლის შესახებ. პროექტი უკვე არა მხოლოდ კონცეფციაა, არამედ რეალური მოწყობილობაა, რომლის პროტოტიპიც უკვე რეალურად არსებობს.

მიმდინარე ვერსიას Spiral 2 ქვია და მას ჯერ-ჯერობით გარკვეული პრობლემები აქვს სიგნალის მიღებასთან და კომპონენტების დამაგრების სისტემასთან. შემქმნელები მათ განთავსებას 150 მიკრონის სიზუსტით გეგმავენ. Spiral 3-ში უკვე ყველა ტექნიკური დეტალი დახვეწილი და გამოშვებისთვის მზად იქნება.

Spiral 3 Rockchip-ის აპარატულ პლატფორმაზე იმუშაბეს და გამოვა SDK-ის განახლებული ვერსია, ასევე LTE 4G ქსელების მხარდაჭერაც. პროექტის მიმდინარე ეტაპზე უკვე შექმნილია 11 მთავარი მოდული. 2015 წლისათვის კომპონენტების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება. მთავარი ბლოკი არის Nvidia Tegra K1 – Marvel PXA1928 ჩიპით იქნება. ეკრანის გარჩევადობა 1280×720-ზე იქნება. ინჟინრები გვთავზებენ კამერის 5 მეგაპიქსელიან მოდულს, აკუმლატორის მოდულს, კავშირის ცალკეულ მოდეულებს (3G, WiFi, Bluetooth) და მოდული microUSB პორტით. დაემატება ატმოსფეროს დაბინძურების მოდული, რომლის ტექნიკური დეტალები ჯერ საიდუმლოა. სავარაუდოდ ის შეძლებს ჰაერში მავნე გაზების აღმოჩენას. პროექტის გუნდი ასევე გეგმას გაფართოებადი ეკოსისტემის შემნას ცალკეული აპლიკაციებისა და მოდულების სახით.