samsung-galaxy-a5-gold-press

მუმბაიში გამართული მედია ღონისძიებაზე Samsung-მა ოთხი მოწყობილობა წარმოადგინა ინდოელი მომხმარებლისათვის: Galaxy A3, Galaxy A5, Galaxy E5 და Galaxy E7. მეტალის შასის მქონა A3 და A5 რამდენიმე ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ სრულ სიახლეს წარმოადგენს E5-და E7.

Galaxy A3 არის საშუალო რანდგის სამარტფონი 4.5 დიუმიანი qHD ეკრანით, 1.2 გიგაჰერციანი Snapdragon 410 პროცესორიუთ. 1.5 გიგაბაიტი ოპერატიული და 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერბა microSD ბარათის სლოტით, რომლითაც საცავის გაზრდა 64 გიგაბაიტამდე არის შესაძლებლი. 8 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. გაჯეტს აქვს 1 9000 მილიამპერიანი ბატარეა. მოწყობილობა დაახლოებით 323 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი ინდოეთში.

Galaxy A5 არის უფრო მეტი სიმძლავრის მოწყობილობა. მას აქვს 5 დიუმიანი 720p ეკრანი, 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 13 მეგაპიქსელიანი კამერა და უფრო დიდი 2.300 მილიამპერიანი ბატარეა. უკეთესი ტექნიკური მონაცემების გამო A5-ის ფასი დაახლოებით 402 დოლარი იქნება. ორივე A3 და A5 მოდელები ხელმისაწვდომი იქნება სხვა და სხვა ფერების ვარიაციებით.

Galaxy E5 მსგავსია Galaxy A3-ისა ტექნიკურ მონაცემებში. არის რამდენიმე განსხვავება. მას აქვს 5  დიუმიან 720p ეკრანი და ის შესამჩნევად დიდია და მას ორი სიმ ბარათის სლოტი აქვს. დიდი ეკრანიდან გამომდინარე მას აქვს 2.4000 მილიამპერიანი ბატარეა. მისი ფასი 304 დოლარი იქნება და მას არ აქვს მეტალის ჩარჩო.

Galaxy E5-ის მსგავსად E7 მსგავსია Galaxy A5-ისა და მას აქვს 5.5 დიუმიანი 720p ეკრანი 2.950 მილიამპერიანი ბატარეა. პროგრამულად სმარტფონები Android 4.4 KitKat-ით და TouchWiz-ით გამოვა. კიდევ ერთიგანსხვავება A-სა და E სერიებს შორის არის კომუნიკაციები. Galaxu A3 და A5 წარმოდგენილია LTE-ს მხარდაჭერით, ხოლო E5 და E7 მხოლოდ 3G ქსელებთან წვდომას ითვალისწინებს.