charging
ჩვეულებრივად სმარტფონის დამუხტვას 2-3 საათი სჭირდება, მაგრამ ხშირად ჩვენ მას მთელი ღამის განმავლობაში ვტოვებთ მიერთებულს დამტენზე – უბრალოდ იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის, როცა ის 100%-ზე ავიდა ჩვენ უკვე მეცხრე სიზმარს ვხედავთ. ისმის ლოგიკური შეკითხვა, არის თუ არა აკუმლატორის ჯანმრთელობისთვის ასეთი რეჟიმი სასარგებლო?
ბერკლის ნაციონალურმა ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ქსელში მიერთებული დამტენი მოწყობილობა დატვირთვის გარეშე მოიხმარს 0.26 ვატ ენერგიას. მიერთებული სმარტფონით მოხმარება 3.68 ვატამდე იზრდება. დამუხტვის დამთავრების შემდეგ გარკვეული დატვირთვა წრედზე მაინც შეიმჩნევა, ამიტომაც ენერგიის მოხმარება მცირდება მაგრამ უმნიშვნელოდ 2.24 ვატანდე, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 ვატი ექვსი სააათის განმავლობაში უაზროდ გამოიყენება, წლის განმავლობაში ჩვენი მრიცხველი დამატებით 5 კილოვატს დაწერს. არის თუ არა ეს ბევრი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ.
სხვა საქმეა, რომ ლითიუმ-იონის ბატარეებზე უარყოფითად აისახება სრულად დამუხტული რეჟიმი, რითაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირება. დამუხტვის კონტროლერები დღევანდელ სმარტფონებში ამ მოთხოვნას ითვალისწინებენ და არასდროს არ მუხტავენ ბატარეას ბოლომდე. ანუ ეს პრობლემა ამ ხრივ მოგვარებულია, თუმცა კონტროლერები იშვიათად, მაგრამ მაინც გამოდიან მწყობრიდან, რასაც აკუმლატორის ზედმეტად დამუხტვამდე, გადახურებამდე და უკიდურეს შემთხვევაში აალებმდე მივყავართ. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს უხარისხო ჩინური ბატარეების ან არასერტიფიცირებული დამტენი მოწყობილობების გამოყენებისას.
თუ თქვენ გაქვთ თქვენი გაჯეტის ქარხნული ან სერტიფიცირებული დამტენი და ასევე ბატარეა, რომელიც მასში დევს ორიგინალია ან შეცვლილია სხვა სერტიფიცირებული ბატარეით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მისი მთელი ღამით მიერთებული დატოვება თუ რა თქმა უნდა არ გენანებათ წელიწადში ზედმეტი 5 კილოვატი ელ-ენერგიის მოხმარება.
როგორც ბატარეების მწარმოებლები გვპირდებიან, ძალიან მალე სმარტფონები არ რამდენიმე საათში არამედ რამდენიმე წუთში დაიმუხტება და არ მოგვიწევს ვიდარდოთ ფუჭად დახარჯულ ენერგიაზე, აკუმლატორის ჯანმრთელობაზე და სახანძრო უსაფრთხოებაზე.