tizen

ჯერ კიდევ ვერ გამიგია თუ რაში დაჭირდა Samsung-ს Tizen საოპერაციო სისტემის საფლავიდან ამოთხრა და მისი სმარტფონზე გაშვება. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის საერთაშორისო რელიზი და მხოლოდ ინდოეთში იქნება პირველ ეტაპზე, მაინც გაურკვეველია კომპანიის სამომავლო გეგმები ამ საოპერაციო სისტემასთან დაკავშირებით.

Tizen თავის დროზე ჩაფიქრებული იყო, როგორც უნივერსალური საოპერაციო სისტემა. მის ბაზაზე უკვე შეუძლია მუშაობა ტელევიზორებს, სმარტ-საათებს, კამერებს, ნავიგატორებს და სხვა გაჯეტებს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა Samsung-ის შორს მიმავალი გეგმები მასთან დაკავშირებით. დღისათვის სმარტფონების აბსოლუტური უმრავლესობა Android-ზე მუშაობს და მიუხედავად Microsoft-თან ურითერთობის დათბობისა Google სა და Samsung-ს შორის პარტნიორობა ეჭვგარეშედ რჩება.

თუ გადავხედავთ Tizen-ს ის Android-ის მსგავსი სისტემაა და Linux-ის ბირთვზე მუშაობს. საოპერაციო სისტემას უკვე აქვს თავისი აპლიკაციების მაღაზია, მაგრამ მისგან სარგებელი ჯერ-ჯერობით არ არის და ამის მთავარი მიზეზი Google Play-თან თავსებადობაა. გაუგებარია რა საჭიროა საკუთარი  მაღაზიის გაშვება თუ ის ისედაც უშვებს Android-ის აპლიკაციებს. კომპანია Samsugn კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს ამ სისტემის განვითარებისთვის, თუმცა მას ბევრი აკლია იმისთვის, რომ ფლაგმანური მოწყობილობებისთვის გამოსადეგი გახდეს.

საოპერაციო სისტემის გზა დიდი ბაზრისაკენ იწყება Z1 სმარტფონით, რომელიც 92 დოლარი ღის. რამდენად მოსალოდნელია Tizen-ით Android-ის ჩანაცვლება Samsung-ის სმარტფონებში? მინდა გითხრათ, რომ ეს არ მოხდება და ამას თავისი მიზეზები აქვს.

page_samsung-galaxy-z-tizen-smartphone-launched

Android-ის პოზიციების შერყვა ადვილი არ არის და კონკურენციის გაწევა თითქმის შეუძლებელია და Tizen-თან მიმართებაში ამ სიტყვის გამოყენებაც კი უადგილოდ მიმაჩნია. Android-თან კონკურენტული ბრძოლა დღეს არავის არ შეუძლია, მათ შორის Apple-საც, რომლის წილი მობილურ საოპერაციო სისიტემებში მსოფლიო მასშტაბით 12 პროცენტს არ აღემატება და იმის გათვალისწინებითაც, რომ  iPhone და iPad მოწყობილობები საუკეთესოდ ითვლება თავის კლასში. Tizen-ის მთავარი სამიზნე ბიუჯეტური მოდელები იქნება, რომელიც გარკვეული ბაზრის სგემენტებით შეიზღუდება.

კიდევ ერთი დიდი არგუმენტი არის ის, რომ Tizen ახალს არაფერს გვთავაზობს. თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს, როცა Android-მა დაიწყო iOS-ის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ბევრი ალტერნატივა გამოჩნდა და გაქრა, მათ შორის  MeeGO, Maemo და სხვა მრავალი სისტემა, რომელიც თავისებურად საინტერესო და პერსპექტიული ჩანდა ერთი შეხედვით. ისეთმა კომპანიამ, როგორიცაა Microsoft, ვერ შეძლო Windows Phone პლატფორმით მომხმარებლის დაინტერესება იმდენად, რომ ბაზარზე საგრძნობლად გაემაგრებინა პოზიციები.

კიდევ ერთი ფაქტორი რაც Tizen-ის წინააღმდეგ იმოქმედებს ეს არის Samsung-ის მოგების შემცირება. ფლგამანური Galaxy S5-ის გაყიდვები 40%-ით არის დაცემული, რაც საერთო ჯამში მთელი ფლაგმანური ხაზის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ეყოფა თუ არა მწარმოებელს დრო და რესურსი ახალი საოპერაციო სისიტემისთვის ნამდვილად საეჭვოა.

სმარტოფნების ეპოქა დასასრულს უახლოვდება და სიახლეს ნაკლებად ელის მათგან მომხმარებელი. სხვა ამბავია საათები და ჭკვიანი გაჯეტები ყოველდღიური ცხოვრებისათვის. ეს ის სეგმენტია სადაც Android-მა ჯერ ვერ მოასწრო ფესვების გადგმა და არც Apple-ს არ აქვს პრეტენზია ბაზარს სრულად დაეპატრონოს. სწორედ აქ, ჭკვიან საყოფაცხოვრებო მოწყობილობებში შეიძლება იპოვოს თავისი ადგილი Samsung-ის მეშვეობით Tizen საოპერაციო სისტემამ.