e8a0e92f9f77ee26e5b6076f3326

მთავარის სიახლე რაც კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა არის ფაბლეტი Mi Note Pro, რომელიც 5.7 დიუმიანი ეკრანით (2560х1440), 64 ბიტიანი რვაბირთვიანი პროცესორით Smapdragon 810, 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით გამოვიდა.

c4a011358cfe03262e723840fc41

ყველაზე მთავარი რაც ამ ტელეფონზე შეიძლება ითქვას ეს მისი ფასია 3 299 იუანი, რაც მიმდინარე კურსით 1033 ლარია.

Xiaomi Note არის მოწყობილობა მათთვის ვისაც მოსწონს Xiaomi Mi4, მაგრამ უკმაყოფილოა მისი ეკრანის ზომით. სმარტფონის კორპუსი ორივე მხრიდან შუშითაა დაფარული და ჩარჩო გვერდებში ალუმინისგანაა დამზადებული, რითაც Mi4-ს ემსგავსება.

სმარტფონში გამოყენებულია 5,7 დიუმიანი რკალისებური ეკრანი გაფართოებით 1920×1080 წერტილით, Corning Gorilla Glass 3, ოთხბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 801 2,5 გიგაჰერცით და  Adreno 330 გრაფიკული ჩიპით. მას აქვ 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ხელმისაწვდომი იქნება 16 და 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. სიახლეს აქვს ორი SIM ბარათის სლოტი, მათ შორის ერთი Nano და მეორე Micro სიმისთვის. 3000 მილიამპერიან აკუმლატორს სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერაც აქვს.

 

სიახლე საკმაოდ თხელია და ის 6,95 მილიმეტრია, ხოლო წონა 161 გრამი. პრეზენტაციის მსვლელობისას კომპანიის ხელმძღვანელი მუდმივად ავლებდა პარალელებს iPhone 6 Plus-თან და ხაზს უსვამდა მისი პროდუქტის უპირატესობებს, რითაც ხაზი გაუსვა თუ ვისთან აპირებს კონკურენციას, თუმცა გაუგებარია რატომ გამოიყენეს კორეული მწარმოებლის ფლაგმანის სახელის ელემენტი Galaxy Note 4.

სმარტფონს ორი კამერა აქვს: მთავარი Sony IMX214 – 13 მეგაპიქსელიანი, ოპტიკური სტაბილიზაციით და ორმაგი ფლეშით და 4 მეგაპიქსელიანი სელფ კამერა 2 მიკრონიანი პოქსელებით, რაც უფრო ხარისხიანი ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს ცუდი განათების პირობებში. გაჯეტს განვითარებული მუსიკალური შესაძლებლობები აქვს რაზეც ცალკე აქცენტი გაკეთდა პრეზენტაციის მსვლელობისას.

ხმის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს ESS ES9018K2M და თუ უფრო დავაზუსტებთ მსისი მობილური ვერსია. ასეთივე გადაწყვეტიელბა გამოიყენება Meizus MX4 Pro-ში, რომელიც უფრო ადრე გამოვიდა. მხარდაჭერილია უდანაკარგო ფორმატები და კომპანია გვთავაზობს სპეციალურ ყურსასმენებს, რომელბიც სპეციალურად ახალი მოწყობილობისთვის შეიქმნა.

ჩინურ ბაზარზე სმარტფონი ეღირება 2 299  და 2 799 იუანი 32 და 64 გიგაბაიტიანი მოდელებისთვის, რაც ლარებში 719 და 876 ლარია შესაბამისად.

სმარტფონების გარდა ჩინურმა მწარმოებელმა წარმოადგინა ძალიან პატარა მედიაფლეერი Mi Box mini, რომელიც პირდაპირ დენში ერთდება. მას აქვს ოთხბირთვიანი პროცესორი 1,3 გიგაჰერცით და 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება 4 გიაბაიტ საცავთან ერთად. მოწყობილობას შეუძლია Full HD ვიდეოს გაშვება და აქვს Dolby და DTS-ის მხარდაჭერა. ქსელთან კავშირის დასამყარებლად ის WiFi-ს იყენებს, ხოლო ვიდეოს გასაშვებად სრული ზომის HDMI პორტი აქვს. გაჯეტის ფასი 199 იუანია, რაც დაახლოებით 62 ლარია.

წარმოდგენილი სიახლეები ხაზს უსვამს კომპანიის პოტენციალსა და ამბიციებს. მოწყობილობების ფასები არ არის იაფი მაგრამ არც ისე ძვირია. საკითხავია მხოლოდ ერთი რამ, იქნება თუ არა მხოლოდ ფასი და მონაცემები საკმარისი, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ 2015 წლის ფლაგმანებს, რომლებიც ძალიან მალე გამოჩნდებიან ბაზარზე უფრო ცნობილი კომპანიებისაგან.