2a3607_ef6a26fca89d4577a4d97e6bde21cee8.jpg_srz_1063_797_75_22_0.50_1.20_0.00_jpg_srz

Zorloo არის პატარა სტარტაპი, რომელსაც აქვს ამბიცია შექმნას მსოფლიოში პირველი ყურსასმენები, საკუთარი ციფრულიდან ანალოგში კონვერტორით (DAC), რომელიც მაღალი სიმძლავრის ყურსასმენებით მთავრდება. თეორიაში ეს არის ყურსასმენებში ჩაშენებული კონვერტორი, რომელიც ცალკე მოწყობილობისგან გვათავისუფლებს. თქვენ შეძლებთ მოუსმინოთ მაღალი ხარისხის ციფრულ მუსიკას თქვენი გაჯეტის micro USB პორტიდან, რომელიც გაჯეტისთვის ენერგიის და მონაცემების წყარო იქნება.

2a3607_1d14df15372a46dc902fac7405486bcd.jpg_srz_1141_797_75_22_0.50_1.20_0.00_jpg_srz

Zorloo-ს პროექტი Indiegogo-ზე არის განთავსებული და მის უკან დგას ინჟინრების, დეველოპერების და მეცნიერების მცირე ჯგუფი.

აუდიოფილებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკის ხარისხი და ეს პირველ რიგში დამოკიდებულია DAC-ზე, რომელიც ფაილის ანალოგურ აღწარმოებას ახორციელებს მანამ სანამ ის მიაღწევს დინამიკებს. მწარმოებლების უმრავლესობა იყენებს კომპიუტერებში და მობილურ გაჯეტებში ჩაშენებულ სისტემას, რომელიც არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით გარკვეული მოდელების გარდა. ეს ბაზარი მცირეა და ამიტომაც საერიული მწარმოებლები ამით ნაკლებად ინტერესდებიან.

2a3607_e8b47b94da8a4d82aaff2357e689cc48.jpg_srz_1201_797_75_22_0.50_1.20_0.00_jpg_srz

Z:ero იქნება პირველი პროდუქტი, რომელიც ამ ბაზარზე გამოვა და მისი ფასი 25 დოლარია მათთვის ვინც კამპანიას დააფინანსებს. პროდუქტის გამოსვლის შემდეგ შესაძლოა მისი ფასი 35 დოლარიც კი გახდეს. ეს ფასი მისაღებზე ნაკლებია, რადგანაც ბაზარზე არსებული ალტერნატივები, რომლებიც დამატებითი მიწოყობილობებია საკმაოდ ძვირი ღირს. ასევე მოსალოდნელია  Zorloo-მ გამოუშვას პატარა DAC რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება თქვენი საყვარელი ყურსამენებისთვისაც.

2a3607_710d8b4fd8224aa1aaa402a8a5b4d031.jpg_srz_1169_797_75_22_0.50_1.20_0.00_jpg_srz