foodini

სტარტაპმა Natural Machines წარმოადგინა მოწყობილობა Foodini, რომელიც თქვენს სამზარეულოში ღირსეულ ადგილს დაიკავებს. Foodini წლის ბოლოსკენ შემოვა გაყიდვაში 1300$-ად და შეძლებს საკვების დაბეჭდვას რამდენიმე კომპონენტისგან. რა თქმა უნდა კომპონენტები მოწყობილობას დაბლენდერებული უნდა მივაწოდოთ პასტის სახით სპეციალურ კონტეინერებში. Foodini-ს არ შეუძლია მომზადება, ანუ ის არ გააცხელებს საჭმელს, ის უბრალოდ ნახევარფაბრიკატებს ბეჭდავს.

foodini-2

ავტორები მოწყობილობას მიკროტალღურ ღუმელებს ადარებენ, რომლებიც მათი გამოჩენისთანავე პოპულარული ვერ გახდა, თუმცა ახლა სახლების 90%-ში სამზარეულს აღჭურვილობის განუყოფელი ნაწილია. მიკროტალღური ღუმელების დანიშნულება საწმლის სწრაფად გაცხელებაა და ზოგიერთმა დიასახლისმა მასში საჭმლის მომზადებაც ისწავლა. მიკროტალღური ღუმელის დანიშნულება და გამოყენება უკვე ჩვეუებრივი რამაა, მაგრამ 3D პრინტერის როლი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

ყველაზე რთული რისი გაკეთებაც ამ მოწყობილებას შეუძლია ეს რავიოლია და მსიი შექმნისასაც ხელით ჩარევაა საჭირო. შესაძლოა ლამაზი ფორმების მქონე საკვები უფრო რესტორნებში იქნება პოპულარული და მოწყობილობის ავტორები ამაზეც აკეთებენ აქცენტს, თუმცა კერძების დეკორატიულად გაფორმებისთვის შეფ-მზარეულები უფრო მეტივ საშუალებებსაც წარმატებით იყენებენ.

მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა საზოგადოების მხრიდან Natural Machines-ის დეველოპერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მათ პროდუქტს არა მხოლოდ სახლებსა და რესტორნებში ხედავნ, არამედ სკოლებში და თვითმფრინავებშიც. მოწყობილობის შემდეგ ვერსიებში მოწყობილობა დაბეჭდილი საკვების გაცხელებასაც შეძლებს.