nexus-china

Google-სათვის Nexus მოწყობილობების წარმოებით დაკავებული იყო HTC, Samsung, LG, Motorola და Asus. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული იყო ჭორები ხაზის დახურვის შესახებ, Motorola-მ გამოუშვა უზარმაზარი Nexus 6, HTC-მ კი ლაკონური Nexus 9. ამასთანავე, ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გავრცელდა ხმები, რომ Google-მა Nexus-ის ახალი მოდელის წარმოება შესაძლოა მიანდოს ჩინურ მწარმოებლებს. სამწუხაროდ, დეტალები ცნობილი არაა. მწარმოებლად შესაძლოა მოგვევლინოს, როგორც ადგილობრივი ტექნოლოგიური გიგანტები – Xiaomi, Huawei, Lenovo, ასევე, ნაკლებად ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Meizu და OnePlus.

Xiaomi აცხადებს, რომ კომპანიის მიმდინარე ვიცე პრეზიდენტი ჰიუგო ბარა არის Google-ის ყოფილი თანამშრომელი. გარდა ამისა, Xiaomi-მ უკვე აქვს გამოცდილება ტოპ მოწყობილობების გამოშვებისა, როგორიცაა Mi Note და Mi Note Pro. ნებისმიერ შემთხვევაში, Nexus-ის ახალი დივაისის დაანონსებამდე დარჩენილია თითქმის 9 თვე და ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

წყარო: phonearena.com