springforward

Apple Watch

hero_large

Apple Watch-ის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვის ისედაც იყო ცნობილი და დღევანდელ პრეზენტაციაზე, მის შესახებ დიდი არაფერი შეგვიტყვია. რაც მთავარია გავიგეთ მისი ავტონომიურად მუშაობის დრო – მთელი დღე, რაც Apple-ის გაგებით 18 საათს შეადგენს, თუმცა მოხმარების რელური დრო მოხმარების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. არ იქნება არანაირი ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომელზეც გავრცელებული ჭორები არ დადასტურდა.

კიდევ ერთი ნიუანსი არის აპლიკაციების მხარდაჭრა და დეველოეპრები უკვე მზად არიან მოწყობილობის გამოსვლისთანავე ხელმისწვდომი იყოს, Uber, American Airlines, Instagram, Nike+ Runnig, OpenTable, Shaza, Twitter, WeChat და სხვა მრავალი. ეს აპლიკაციები არა მხოლოდ შეტყობინებეს, არამედ მათი ფუნქციონალის თითქმის სრულ გამოყენებას გვთავაზობენ. საათიდან შესაძლებელი იქნება ტაქსისა გამოძახება, წერილის გაგზავნა, Instagram-ის დათვალიერება და ლაიქების დაწერაც.

Apple Watch ხელმისაწვდომია სამ რდაქციაში: Sport, Steel და Editioin. ისინი ხელმისაწვდომი იქნება ამერიკაში, ავსტრალიაში, ნრიტანეთში, გერმანიაში, ჰოკონგში, კანადაში, ჩინეთში, საგრანგეთში და იაპონიაში 24 აპრილისათვის, ხოლო წინასწარი შეკვეთა 10 არილიდან იქნება შესაძლებელი.

Mac Book

hero_static_large

 

კიდევ ერთი სიახლე გახლავთ სრულიად ახალი Mac Book ნოუთბუქი, რომლის მსგავსი ჯერ კომპანიას არ გამოუშვია.  ოწყობილობის წონა 907 გრამია და მისი სისქე 13,1 სანტიმეტრია. მისი ყველა კომპონენტი ახალია და ის სპეციალურად მისთვისაა შექმნილი. მოწყობილობას აქვს ყველაზე თხელი 12 დიუმიანი რეტინა ეკრანი, გახალებული კლავიატურა, უახლესი ტექნოლოგიებით, სრულიად ახალი ტრეკპედით Force Touch, მხოლოდ ერთი USB-C პორტით, რომელიც ერთდროულად ვიდეო, აუდიო, პერიფერიული მოწყობილობებისა და დამუხტვის ფუნქციას ითავსებს.  გახლდა აკუმლატორი, რომელიც კორპუსის სივრცის ყველაზე მნიშვნელოვან მოცულობას იკავებს.

ახალი ნოუთბუქის კორპუსი ალუმინის უნიბოდის წარმოადგენს ჩაშენებული უკაბელო ქსელების ანტენით და Apple-ის უკვე ფოლადის ლოგოტიპით, რომელიც არ ანათებს. კლავიატურა სრულიად ახალია და ის ახალ “პეპლის” ტექნოლოგიას იყენებს, რაც მასზე აკრეფას უფრო კომფორტულს და ერგონომიულს ხდის, გაუმჯობესდა კავიშების ფონური განთბაც.

Intel Core M პროცესორის წყალობით ახალი Mac Book-ის სისტემური პლატა 67 რპცენტით ნაკლებია 11 დიუმიანი MacBook Air-ის პლატისგან. მას არ აქვს ვენტილატორი და ის სრულიად უხმაუროდ მუშაობს. ახალი პროცესორის და Intel HD Grapgic 5300-ის ენერგომოხმარება სულ, რაღაც 5 ვატს შეადენს და განახლებული “ფენოვანი” აკუმლატორით სისტემა 9 საათი უკაბელო ქსელებთან და 10 საათი ფილმების ყურების რეჟიმში იმუშავებს ერთი დამუხტვით.

კომპიუტერს აქვს ერთადერთი USB-C პორტი, რომელიც ყველაზე თხელი და ყველაზე ფუნქციონალურია. ახალი ინდუსტრიული სტანდარტი USB 3.1 ტექნოლოგიებს გვთავაზობს, რაც 5 გიგაბიტი მონაცემთა გადაცემას და DisplayPort 1.3-ს სამჯერ უფრო პატარა ზომის კონექტორზე გვთავაზობს ვიდრე ჩვეულებრივი USB.

MacBook Air, Mac Book Pro

asdasdasd

 

განახლება შეეხო 13-დიუმიან MacBook Pro-ს და ეს Retina ეკრანია. მათში ასევე ახალი Force Touch ტრეკპედი და განხლებული პროცესორი და მეხსიერებაა. მიუხედავად გაზრდილი სიმძლავრისა მოწყობილობები უფრო ნაკლებ ენერგიას მოახმარენ. ახალ ტრეკპედში ჩაშენებულია დაჭერის სიმძლავრის სენსორი, რომელიც დაწკაპვას ნებისმიერ ადგილზე აღიქვამს და ტაქტილური უკუკავშირის სისტემა მას უფრო აღქმადს და კომფორტულს ხდის. არის ახალი Force Click ფუნქციაც, რომელიც საოპერაციო სისტემაში შესაბამის პროგრამირებად აქტივობასთან არის დაკავშირებული და კონტექსტის შესაბამისად მოქმედებს. მაგალითისთვის მისამართზე მძლავრად დაწკაპვისას ავტომატურად გამოისახება რუკა ან სიტყვის შემთხვავაში გამოისახება ლექსიკონი ან მინიატურა გრაფიკული გამოსახულების შემთხვევაში.
რეტინა დისპლეის გარდა MacBook Pro-ში განახლდა Intel Core პროცესორები მე-5 თაობამდე, რომელიც 3.1 გიგაჰერცისა და Turbo Boost ტექნოლოგიის გამოყენებას უზრუნველყოფს რაც სიხშირის 3,4 გიგაჰერცამდე ზრდის. განახლდა ჩაშენებული გრაფიკის მონაცემებიც და ის Intel Iris Graphics 6100-მდე გაძლიერდა. ასევე არის ახალი ფლეშ-მეხსიერება ორმაგი სიჩქარით და 1,6 გიგაბიტი გამტარუნარიანობით. ამის გარდა 13-დიუმიანი მოდელი 10 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას გვთავაზობს.
ამის გარდა Apple მა განაახლე 11 და 13 დიუმიანი MacBook Air ნოუთბუქები. მათაც ახალი მე-5 თაობის Intel Core პროცესორები აქვთ, ასევე Intel HD Graphics 6000 და Thunderbolt ტექნოლოგიის მხარდაჭერა 20 გიაბიტამდე გამტარუნარიანობით. აქაც გაორმაგდა შიდა მეხსირების სიჩქარე წინა მოდელთან შედარებით და რა თქმა უნდა გაზრილ წარმადობასთან ერთად გაიზარდა ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობაც.
iOS 8.2

როგორც, მოსალოდნელი იყო პრეზენტაციის დასრულებისათნავე ხელმისაწვდომი გახდა iOS 8.2 განახლება iPhone, iPad და iPod მოწყობილობებისათვის. ამ ვერსიაში შევიდა სტაბილურობის, შეცდომების გასწორება და ასევე Health აპლიკაციის განახლება. კიდევ ერთი განახლება გამოვა აპრილის ბოლოსკენ, თუმცა Apple WATCH-ის მხარდაჭერა ამ ვერსიაშიც არის გათვალისწინებული და მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ აპლიკაციას, რომელიც ჭკვიანი საათის პარამეტრების და აპლიკაციების დაყენების საშუალებას მოგვცემს.

ResearchKit

ResearchKit – არის ახალი პროგრამული პლატფორმა, რომელიც iPhone-ს სამედიცინო კვლევების ინსტრუმენტად გადააქცევს. უკვე არის ხუთი აპლიკაცია, რომელიც თავლყურს ადევნებს ავადმყოფის ყოველდღიურ მეჩვენებლებს და დაეხმარება ექიმებს ად მკვლევარებს დიაგნოსტიკისა და განკურენბის საშუალებების აღმოჩენაში. აპლიკაცეიბი მიიღებენ iPhone-ის სენსორებისგან და Apple Health მოწყობილობებისგან დაგროვილ მონაცემებს, რომელსაც პლატფორმა დააამუშავებს და გადააგზავნის სამკურნალო დაწესებულებაში სადაც პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. პლატფორმა Open Source-ია, რაც მის ფართოდ დანერგვას და გამოყენებას შეუწყობს ხელს.

Apple TV

 

mobile_devices

Apple TV-ის განახლებას მომხმარებელი უკვე დიდი ხანია ელოდება, თუმცა კომპანიამ ეს მოლოდინი გაგვიცრუა და 4k-ვიდეოს, აპლიკაციების და თამაშების დიდ ეკრანზე გაშვების ოცნება ოცნებადვე დარჩა. სიახლე ის არის, რომ მოწყობილობა 99-დან 69 დოლარამდე გაიაფდა, რაც ახალი მოხმარებლების მოსაზიდად, გადადგმული ნაბიჯია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პარტნიორობის გაფორმება უმსხვილეს საკაბელო არხთან აშშ-ს ტერიტორიაზე.
HBO-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოხმარებელს თვეში 15 დოლარად შეუძლია მიიღოს ორგინალურ კონტენტთან წვდომა, მათ შორის Game Of Throne-ს ექსკლუზიურ სერიებთან, თუმცა ოფიციალურად ამ სერვისზ წვდომა რეგიონების მიხედვით არის შეზღუდული და საქართველოდან მასზე წვდომა დამატებითი ფასიანი სერვისების გამოყენების გარეშე შეუძლებელი იქნება.
მოწყობილობების ფასები შეგიძლიათ ნახოთ მწარმოებლის და გადამყიდველების ვებ-გვერდებზე.
პრეზენტაციის სრული ვიდეო მასალა იხილეთ შემდეგ ბმულზე
წყარო: Apple