military-gps

არის სიტუაციები, როცა GPS არ არის ხელმისაწვდომი, რაც გარკვეული მომხმარებლებისთვის დაუშვებელია. ამიტომაც შეერთებული შტატების მთავრობამ მაღალი პრიორიტეტი მიანიჭა ახალი, რეალურ დროში მომუშავე პოზიციონირების სისტემის შექმნას, რომელიც იმუშავებს ნებისმერ პირობებში და მისი სიგნალის დახშობა შეუძლებელი იქნება.

DARPA-მ უკვე დაიწყო რადიკალურად ახალი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც გაცილებით მეტად საიმედო და აკურატულია ვიდრე GPS. DARPA არის ამერიკის თავდაცვის დეპარტემნტის განყოფილება, სადაც  თვლიან, რომ ახალი სისტემა უნდა იყოს ყველაზე დაცული და შეუძლებელი უნდა იყსო ოპონენტების მხრიდან მისი დაბლოკვა.

გარდა სამხედრო სფეროსი GPS-ის როლი გადამწყვეტია ინდივიდუალური, ბიზნესის და სხვა სექტორებისთვის. მისი საშუალებით გაუმჯობესდა კონტენტის მიწოდება ადგილმდებარეობაზე დაყრნობით, თუმცა ის არ არის მოქნილი და DARPA-ს ამოცანაა ახალი სერვისი უფორ მოქნილი და დამატებით ალგოითმებთან თავსებადი გახადოს.

DARPA მუშაობს ახალ პროტოკოლზე, რომელიც მონაცემების სინქრონიზაციას მოახდენს უფრო რეალურ დროში და მას ამაში დაეხმარება ნებისმიერი სიგნალი, როგორიცაა ტელევიზია, რადიო, ფიჭური კავშირი, სატელიტები და თუნდაც ჭექა-ქუხილი. პროტოკოლს ქვია ASPN (All Source Positioning and Navigation) და ის იმუშავებს შემონების შიგნითაც, გვირაბებში და წყალქვეშაც კი სადაც GPS-ზე წვდომა შეზღუდულია.

ამოცანა მიზნად ისახავს შეიქმნას კომპაქტური ნავიგაციის სისტემა ჯარისკაცებისთვის, სამხედრო ტექნიკისა და თავდაცვითი სისტემებისთვის სადაც მცირე ზომები და ენერგომოხმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ახალი ტექნოლოგია არ გულისხმობს GPS-ის გაუქმებას ან ცვლილებას, თუმცა ის უფრო დიდი და ეფექტური სისტემის დამხმარე კომპონენტად დარჩება. DARPA-ს პროდუქტები საბოლოოდ სამოქალაქო მოხმარებეში შემოდის და ეს სიახლეც ოდესღაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, თუმცა ამას შესაძლოა წლები ან ხშირ შემთხვევაში ათწლეულები დასჭირდეს.