Goole-მა მილიონობით დოლარით დააფინანსა სტარტაფ პროექტი, რომელიც გულისხმობდა Magic Leap-ის შექმნას. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა დემო ვიდეოები, თუ როგორ მუშაობს ეს ვირტუალური მანქანა. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ვირტუალური ხატულების საშუალებით, წვდომა გვქონდეს, როგორც ინტერნეტთან, ასევე დესკტოპ აპლიკაციებთან. შემქმნელები გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენენ შუთერ თამაშებს, სადაც თქვენი იარაღი იქნება სპეციალური კონტროლერები, ხოლო ოთახი სადაც იმყოფებით, გადაიქცევა ნამდვილ საომარ არენად.

დაველოდოთ, როდის იქნება ეს მოწყობილობა გაყიდვაში და რა თქმა უნდა, რა იქნება მისი ფასი.