HTC One E9 – 5.5 ინჩიანი QHD ეკრანით და უზარმაზარი უკანა კამერით აღჭურვილი ფაბლეტი

Uncategorized

 

TENAA-HTC-One-E9-China

წინა წელს HTC-მ გაგვაცნო HTC One E8, თავისი პოპულალური სმარტფონის, HTC One M8-ს პლასტმასით შემოსილი ვერსია. დღეს კი გამოჩნდა HTC One E9-ს სურათები, რომლებზეც აღბეჭდილია ფაბლეტური ზომის მოწყობილობა, რომელიც აზიური მარკეტებისთვისაა განკუთვნილი.

ტელეფონი გამოაშკარავდა ჩინური ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობის გადამოწმების ცენტრის მიერ, სხვაგვარად ცნობილია როგორც TENNA, ასე რომ, ეს ინფორმაცია ოფიციალურია. ისევე როგორც თავისი წინამორბედი, HTC One E8, ტელეფონი დამზადებულია პლასტმასისაგან.

ცნობილი გახდა ასევე რამდენიმე დეტალი. მას აქვს 5.5 ინჩიანი ეკრანი, 2,800 მილიამპერიანი აკუმულატორი და არის სულ რაღაც 7.54 მილიმეტრის სისქის. ტელეფონი (A55) აღჭურვილია 2GHz MediaTek MT6795 8 ბირთვიანი პროცესორით (64-bit), 3GB ოპერატიული მეხსიერებით, WQHD ეკრანით, 20MP/13MP უკანა კამერით,  4MP UltraPixel წინა კამერით და როგორც ყოველთვის, BoomSound front facing დინამიკებით.

HTC-press-invite-China-One-E9

მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფერებში: თეთრი და ნაცრისფერი, ან ყავისფერი და ოქროსფერი. გამოსვლის თარიღი სავარაუდოდ თვის ბოლო იქნება. HTC უკვე გზავნის პრეს ივენთის მოსაწვევებს ჩინეთში, სწორედ იქ, სადაც ტელეფონი საზეიმოდ წარსდგება ხალხის წინაშე, ფასი კი დაახლოებით $320 იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.